31 მარტს საქართველოში „მის ტრანსგენდერი 2017“ ჩატარდება. ამის შესახებ საჯარო მოწვევა სოციალურ ქსელში დაიდო.
„ტრანსგენდერთა ხილვადობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით “თანასწორობის მოძრაობის” მხარდაჭერით იმართება კონკურსი “მის ტრანსგენდერი 2017”.
კონკურსში მონაწილეობის მსურველები რეგისტრაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ 27 მარტის ჩათვლით.
ნატალია მაჭარაშვილი: 557 664 187
გიო მჭედლიშვილი: Gio Mchedlishvili
გამოვლინდებიან გამარჯვებულები ნომინაციებში:
მის ტრანსგენდერი 2017
ორგანიზატორების რჩეული
მონაწილეთა სიმპათია
ჟიურის წევრები:
Nino Chelidze მის დეკოლტე 2016
Diana Davitadze
Ozzy MisterCrowley
David Verdzadze
Mariam Sajaia
კონკურსი გაიმართება პარასკევს, 31 მარტს, საღამოს 7 საათზე “თანასწორობის მოძრაობის” ოფისში, მისამართზე: ბარნოვის 59ა.
დასწრება თავისუფალია! ♥“ – ვკითხოლობთ მოწვევაში.
ჩვენ ნინო ჭელიძეს დავუკავშირდით და ინფორმაცია გადავამოწმეთ.
ნინო ჭელიძე:
– კი, ნამდვილად ტარდება, მე ჟიურის ერთ-ერთი წევრი ვარ, მარიამ საჯაიასთან ერთად.
– რამდენი კონკურსანტია?
– ჩემი ინფორმაციით 12. მე ჩემს რჩეულს გამოვავლენ და ჩემს, როგორც, „მის დეკოლტეს“ გვირგვინს გადავცემ.
გთავაზობთ ორგანიზატორების ფოტოებს.
წყარო