31 მარტს საქართველოში „მის ტრანსგენდერი 2017“ ტარდება. ჩვენ კესარიას ვთხოვეთ კომენტარი ამ თემასთან დაკავშირებით.
– დღეს ძალიან მოდური გახდა სილამაზის კონკურსები, გაურკვეველი ადამიანები, გაურკვეველი სახელწოდების სილამაზის კონკურსებს ატარებენ. არ გამიკვირდება თუ ვნახავ კონკურსებს სახელწოდებებით: „მის მარცხენა ფეხის ბოლო თითი“, „მის კოჭი“, მის ნაღვლისბუშტი“, „მის სწორნაწლავი“ და ა. შ. მგონია რომ ეს ხუმრობაა.
– არ გჯერა რომ ჩატარდება ეს კონკურსი?
– არ ვიცი, არ მჯერა. ეს არის სილამაზის კონკურსი. ჩემი აზრით, საქართველოში არ გვყავს ამდენი ლამაზი ტრანსგენდერი. ასე რომ იყოს, მსგავსი კონკურსის ჩატარებას ვერავინ დამასწრებდა.
– ასეთ განცხადებას რომ აკეთებ, ალბათ კონკურსანტების ვინაობაც იცი…
– არა, წარმოდგენა არ მაქვს. უბრალოდ კარგად ვიცნობ ამ სეგმენტს. მათ ვისაც სოციალური ქსელი აქვს და ვინც არ მალავს თავის ორიენტაციას.
– როგორ ფიქრობ, რამდენად უსაფრთხო იქნება ეს კონკურსი საქართველოში?
– იმდენად, რამდენადაც ორგანიზებულად ჩატარდება. დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ ატარებს. მე ამ ადამიანებს არ ვიცნობ, ასე რომ, ვერ გეტყვით.
– შენთვის რომ შემოეთავაზებინათ ამ კონკურსში მონაწილეობა, მიიღებდი შეთავაზებას?
– მე ისედაც ყველა წლის მისი ვარ (იცინის). ამას კონკურსი არ ჭირდება. შეურაცხყოფა იქნებოდა ჩემთვის ასეთი შემოთავაზება.
ნინო მჭედლიშვილი
წყარო