ნორვეგიულმა (არაკომერციულმა) ორგანიზაცია “Care Norway”-მ პროვოკაციული სოციალური კამპანიით აუდიტორიის ერთდროულად უარყოფითი და დადებითი გამოხმაურება დაიმსახურა.
სოციალური რეკლამა “ქალად გაჩენის პრობლემას” ეხება. #DearDaddy-ის სიუჟეტი თაიმლაინის პრინციპით ვითარდება. ვიდეო, ემბრიონული მდგომარეობიდან იწყება და ადამიანის განვითარებასთან ერთად იცვლება. გაჩნდა გოგოდ, 14 წლის ასაკში ბიჭებმა დაცინვა დაუწყეს, 16 წლის ასაკში ხელების “ფათური”, 21 წლის ასაკში ძალადობა და შემდეგ ქმრისგან იმედგაცრუება. საბოლოო ჯამში ვიდეოს იდეა ერთ ფრაზაში ექცევა “თანამედროვე სამყაროში ქალებს ძალადობის პროვოცირებაში სდებენ ბრალს”