ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ნიკა გვარამიას სკანდალური კომენტარი დიმა ობოლაძის წასვლაზე - "ბატონი ობოლაძე შესაშური სტაბილურობით ვაჭრობს ხელფასის მომატებაზე..."

    Image result for ნიკა გვარამია დიმა ობოლაძე
    გაზეთ "რეზონანსში" გამოქვეყნდა მასალა, რომელიც ჟურნალისტ დიმა ობოლაძის მიერ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დატოვებას ეხებოდა. სპორტული ჟურნალისტი და კომენტატორი აღნიშნულ ტელევიზიაში 21 წელი მუშაობდა.

    "ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი უმძიმესი გადაწყვეტილება მივიღე. ნიკა გვარამიასთან მშვენიერი ურთიერთობა მაქვს. ვაფასებ იმ თვისებებს, რომელიც მას გაჩნია და პირიქით, მასთან არანაირი უთანხმოება, შელაპარაკება ან მსგავსი რამ არასდროს არ მქონია, არავისთან აბსოლუტურად. ბატონი ნიკა ამ გადაწყვეტილებას გაგებით შეხვდა. ვისაუბრეთ ამაზე, როგორც ნორმალური ადამიანი საუბრობს და შევთანხმდით. ერთი არხიდან მეორეზე გადავიდე, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. შემოთავაზება იყო "იმედიდან", რომელიც მისაღები აღმოჩნდა ჩემთვის. ჩავთვალე 21 წელი ერთ ადგილზე მუშაობა საკმარისია და ამიტომ გადავედი. არავითარი პოლიტიკური ქვეტექტსი ამას არ აქვს. არხს სჭირდებოდა სპორტი საკმაოდ დიდი დოზით და მე მთხოვეს, მიმეხედა ამ საქმისთვის. ჩათვალეს, რომ შემეძლო ამის გაკეთება და მეც მივდივარ ჯერჯერობით სპორტის ახალი ამბების გასაკეთებელად," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას დიმიტრი ობოლაძე.

    თავად ნიკა გვარამია კი მიიჩნევს, რომ არხისთვის ობოლაძე დიდი დანაკლისი არ იქნება. 

    "მეწყინა მისი გადასვლა, მაგრამ არ მგონია, არხმა ამით დიდი დანაკლისი განიცადოს. სხვებთან კი არა უკვე თვეებია, ჩემთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკება, მაგრამ ეს არ შედგა. დიმიტრი ობოლაძეს ყოველ წელს ჰქონდა პრეტენზია მაღალ ანაზღაურებაზე, წელს ეს პრეტენზია არ დავუკმაყოფილეთ, შესაბამისად, "იმედში" წავიდა. ტელეკომპანია "იმედს" ყოველთვის აქვს "რუსთავი 2"-ის თანამშრომლების გადაბირების მცდელობა, უბრალოდ, ეს არ გამოსდის. ეს უკვე რამდენიმე წელია, გრძელდება და ყოველ წელს ბატონი ობოლაძე შესაშური სტაბილურობით ვაჭრობს ხელფასის მომატებაზე. წელს გადავწყვიტეთ, რომ იგი ამდენი არ ღირს და წავიდა იქ, სადაც ბევრს უხდიან," - უთხრა "რეზონანსს" ნიკა გვარამიამ.

    წყარო

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი