ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    "მაიკო ძალიან მინდოდა მოვსულიყავი პირადად სამძიმარზე... " - მამა იერონიმეს ემოციური პოსტი


    მამა იერონიმე სოციალურ ქსელში მაია ასათიანთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

    "მაიკო...

    იმ დღეს ჩვეულებრივ სამსახურში იყავი...
    მე კი ჩვეულად გესტუმრე, თუმცა ეს სტუმრობა ჩვეულებრივიც იყო და უჩვეულოც...

    ყვავილები მოგიტანე, რატომღაც იისფერი (სამგლოვიარო) ფერის შეფუთვით...
    ძალიან გაგიხარდა. სახლში წავიღებო...

    ბევრი ვისაუბრეთ და ერთმანეთს სამომავლო გეგმები გავანდეთ...

    მე გითხარი: მაი, ნუციკო როგორ არის, რას შვება?

    შენ კი მიპასუხე: კარგად არის და სხვათაშორის, ზაფხულში რომ სტუმრად მყავდი გადაცემაში, დაჯდა და მთელი საათ ნახევარი ინტერესით გიყურა და ძალიან მოეწონეო...

    მე კი გითხარი: მაი, გაზაფხულისკენ, ჩვენი მოძღვარი გეპატიჟება თავის ერთ-ერთ დედათა მონასტერში საბერძნეთში შენ და ნუციკოს, რომ სულიერად დაისვენოთ, სულ გადარბენებზე რომ ხარ, ხომ წამოხვალთ?!

    შენ კი მიპასუხე: ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ ძალიან დაღლილი ვარ და შვებულებას როგორც კი ავიღებ, სხვაგან მინდა გავატარო დრო, მარტო მე და ნუცამ, შინაურ გარემოშიო...

    გული დამწყდა, მაგრამ გითხარი, იქნებ მოახერხო... აეროპორტიდან - აეროპორტამდე მე გაგაცილებ თქო...

    ვიფიქრებო... შემპირდი.

    ეს ფოტო რომ გადავიღეთ, გაგეხუმრე, ნახე ორივე შავებში ვართ თქო და ბევრი იცინე და მითხარი: შავი ხომ ფერთა დედოფალიაო...

    სკვნილი დაგიტოვე, შენთვის და ნუციკოსთვის ფერადი, ლურჯი უყვარს ნუცასო, ძალიან გაუხარდებაო და სიხარულით წაუღე...(ამ ფოტოზე ხელში გიჭირავს).

    მაი, ყოველდღე ვლოცულობ შენთვის, რომ გაძლიერდე და ნუციკოსთვის, რომ ცხონდეს და უფალთან დაემკვიდროს...

    ძალიან მინდოდა

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი