გუშინდელი ვანდალიზმი ბათუმის ქუჩებში იყო, სახელმწიფოს მიერ მართული და კარგად დაგეგმილი პროვოკაცია. ამ ქმედებით საქართველოს მთავრობა შეეცადა, ოპოზიციუარად განწყობილი პარტიების და მათი მხარდამჭერების ჩათრევას აღნიშნულ ქმედებებში. რაც მათ,მათდა სამწუხაროდ ვერ გამოუვიდათ. აღსანიშნავია რამოდენიმე ფაქტი რაც ბადებს შეკითხვებს გუშინდელ მოვლენებთან:
1. თუ აპირებდით ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების განთავისუფლებას, რატომ გამოიყენეთ სპეცდანიშნულების რაზმი პროტესტის გამოსახატად მოსული ხალხის წინააღმდეგ? და თუ საქმეში ჩაერთო სპეცდანიშნულების რაზმი რატომ არ მიიყვანეთ დაწყებული საქმე ბოლომდე? და რატომ არ აღკვეთეთ პირველივე ფაზაში არეულობის დაწყების მცდელობა?
2. სად იყო სახანძრო მანქანები? რომლებსაც უნდა ემოქმედათ და მოეხდინათ ხანძრის ლოკალიზება იმ ავტომობილებისა რომელიც არეულობის დროს იწვოდა.
3. საიდან ქონდათ დემონსტრანტებს აირწინაღები, ერთნაირი მეტალის ჯაჭვები, და რატომ არ მალავდნენ სახეებს მიუხედავად იმისა რომ მათ ყველას გათავისებული ქონდათ რომ, ისინი ჩადიოდნენ სისხლის სამართლის დანაშაულს.
3. და ყველაზე მთავარი, რატომ მოხდა თბილისიდან სპეცდანიშნულების რაზმის გადასროლა, როცა ზუგდიდის მეორე სამმართველო ბევრად უფრო ახლოსაა ბათუმთან და სრულებით შესწევთ იმის ძალა რომ აღეკვეთათ ეს ვანდალიზმი.
იმიტომ რომ, მთავრობას ეგონა აღნიშნული ქმედებით მოახდენდა ნაციონალური მოძრაობის და მათ მხარდამჭერების პროვოცირებას, ბათუმის შემდეგ იქნებოდა ზუგდიდი და სწორედ ამიტომაც არ მოხდა ზუგდიდის სპეცდანიშნულების რაზმის გადასროლა ბათუმში იმის მერე, რაც აჭარის სპეცდანიშნულების რაზმის უმეტესმა ნაწილმა უარი განაცხადა მომიტინგეების დარბევაზე.
P.S და იმ დროს როცა თბილისში გაქვთ საქართველო-რუსეთის თამაში რაგბიში, ამ დროს სპეცდანიშნულების რაზმი გაგყავთ თბილისიდან.
დიდი პროვოკაცია გქონდათ დაგემილი მაგრამ არ გამოგივიდათ.
დავით მაყიშვილი