„ მეუღლეს ეჩქარებოდა სამსახურში (იცინის) და შენიშნა რომ უკან საროჭკა დაკუჭული ჰქონდა , მთხოვა, რომ ჩამომესვა უთო ისე , რომ ზედ ცმოდა საროჭკა (იცინის) , მეც ავდექი , ავიღე უთო და დავაუთოვე , იმდენად შევედი როლებში , რომ უთოდან ორთქლი გამოვუშვი (ისევ იცინის) უცბად იმხელა ხმაზე დაიყვირა ალბათ საქართველოშიც ისმოდა , ვერ მოასწრო იმ მომენტში ენახა და მე ვნახე დამწვრობა ვუთხარი არაფერი გაქვს თქო აიი სახლში დაბრუნებულმა როდესაც სარკეში დაინახა , რომ უთო ეხატა ძალიან ბევრი ვიცინეთ . ჩემს დედამთილს დავურეკე ვუთხარი შენი შვილი დავაუთოვე თქო , ამაზე ორივემ ბევრი ვიცინეთ , ასე მიპასუხა იმედია უთოს მაგიდაზე დადე და ისე დააუთოვეო „
ნუკი საქართველოში მხოლოდ ერთი კვირით ჩამოვიდა მეგობრების სანახავად.
ავტორი: მარიამ ოქროცვარიძე
წყარო
წყარო