უკრაინაში ოლიგარქებს ავიაგადაზიდვებზე მრავალი წელი მონოპოლია ჰქონდათ. მათ შორის გაფორმებული იყო დანაშაულებრივი შეთანხმება სამგზის ბილეთის შეძენის შესახებ, რაც საშუალებას აძლევდა კოლომოისკის და სხვა ოლიგარქებს ათწლეულების განმავლობაში მიეღოთ განუზომელი მოგება და ეს ხდებოდა მაშინ, როცა მთელ მსოფლიოში ფრენა ხდება სულ უფრო და უფრო იაფი.
როგორც კი ოდესის გუბერნატორის პოსტი დავიკავე, პირველი რაც მე გავაკეთე სააშკარაოზე გამოვიყვანე კოლომოისკის ხელდასმული ანტონიუკი, რომელიც ხელმძღვანელობდა სახელმწიფო ავიასამსახურს და რომელიც ხელს უშლიდა ავიაციაში კონკურენციის გაჩენას.
ოდესაში ჩვენმა გუნდმა მოახერხა ათობით ახალი მიმართულებებით რეისების გახსნა, რამაც თავის მხვრივ ტურისტების რაოდენობა 2016 წელს მილიონზე მეტით გაზარდა, ჩვენ მივაღწიეთ უკრაინისთვის წარმოუდგენელ სიიაფეს, შიდა ფრენებზე ბილეთის ღირებულებამ შეადგინა 500 გრივნა, დღეს კი უკვე უკრაინულ ბაზარზე შემოდის ახალი ევროპული ავიაოპერატორი და ფრენები უკრაინელებისთვის გახდება კიდევ უფრო იაფი.
ყველაფერ ამას ჩვენ ოლიგარქის მონოპოლიის დამარცხებითა და ანტონიუკის გაგდებით მივაღწიეთ. ანტონიუკი წინააღმდეგ აღძრულია საქმე. ასეთივე მონოპოლიები არის ყველა სფეროში, დწყებული ენერგომატარებლებით და დამთავრებული საწვავით. ჩვენ უნდა დავამარცხოთ ყველა ასეთი მონოპოლია, უნდა ვაიძულოთ ოლიგარქები დააბრუნონ ნაძარცვი! მხოლოდ ამ შემთხვევაში უკრაინა შეძლებს განვითარებას.
მიხეილ სააკაშვილი