ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ”ეს მკვლელობის მომზადებას არ ნიშნავს... ეს არის შეთითხნილი საქმე"


    იურისტი ლია მუხაშავრია "ციანიდის საქმესთან" დაკავშირებით გაზეთ "რეზონანსთან" საუბრობს და აცხადებს, რომ პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოჩანაწერიდან არ ჩანს, რომ დეკანოზი მამალაძე მკვლელობას გეგმავდა. მისი თქმით, ეს საქმე "შეთითხნილია" და მიზანი იყო საპატრიარქოსთვის და ეკლესიისთვის ძირის გამოთხრამ, რაც მუხაშავრიას თქმით მიღწეულია:

    "იმ საუბრიდან ჩანს და მტკიცებულებას წარმოადგენს, რომ დეკანოზი მამალაძე მაღალი სასულიერო იერარქიის მქონე პირის მოკვლას აპირებდა? ჩემთვის როგორც იურისტისთვის, არ ჩანს. თუ უფრო მეტი მტკიცებულებები აქვთ და მალავენ, მაშინ ამის გამოქვეყნებას აზრი არ ჰქონდა. ხოლო თუ მხოლოდ ეს აქვთ, მაშინ ეს უტყუარ მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება. ასეთი საუბარი ნებისმიერ ორ ადამიანს შორის შეიძლება გაიმართოს, მაგრამ ეს მკვლელობის მომზადებას არ ნიშნავს. თუ ადამიანს უთვალთვალებ, უსმენ და ამის მეტი ვერაფერი მოიპოვე, რა უფლება გაქვს გამოხვიდა და თქვა, რომ ქვეყანა დიდ ტრაგედიას გადაარჩინე? მეჩვენება, რომ ეს არის შეთითხნილი საქმე, რომელთა მტკიცებულებების ერთობლიობა, სასამართლოში უტყუარ სამხილად ვერ გამოდგება. თუ ასეთი მტკიცებულებები ჰქონდათ და კვალზე მისდევდნენ, მიეცათ ნება ჩასულიყო გერმანიაში და ფაქტზე დაეკავებინათ. ამდენი კითხვები ხომ კიდევ არ იქნებოდა. მე მგონია, რომ ეს საქმე საპატრიარქოს და ეკლესიის ძირის გამოსათხრელად იყო დაგეგმილი, ეს მიზანი მიღწეულია" განაცხადა მუხაშავრიამ "რეზონანსთან" ინტერვიუში.

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი