ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    სად უნდა შევინახოთ ხილი და ბოსტნეული, რათა მათი სასარგებლო თვისებები არ დაიკარგოს?

    იმისათვის, რომ ხილმა და ბოსტნეულმა ადამიანისთვის  სასარგებლო მინერალები და ვიტამინები არ დაკარგოს, მთავარია მისი სწორი შენახვა. შესაძლოა, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ მინუს ტემპერატურაზე შენახული პროდუქტები უამრავ სასარგებლო თვისებას კარგავს. არ არის აუცილებელი ყველა ხილის და ბოსტნეულის მაცივარში მოთავსება. ისინი საკმაოდ დიდ ხანს ინახება ოთახის ტემპერატურაზეც. რა თქმა უნდა, თუ რამდენიმე წესს გაითვალისწინებთ.
    მაგალითად, კარტოფილი და ხახვი შეინახეთ გრილ, მშრალ და ბნელ ადგილზე და არა მაცივარში. ასევე, პომიდორი, ავოკადო და თითქმის ყველა პროდუქტი (კენკრის გარდა), შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე და მოარიდეთ სინათლეს.
    ყველა ბოსტნეული და ხილი აუცილებელია იყოს კარგად გამომშრალი და იმ ადგილზე, სადაც ნესტი არ არის. პროდუქტები სასურველია შეფუთოთ სამზარეულოს ქაღალდში. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ- ბოსტნეული არ შეინახოთ ხილის გვერდით.
    სტაფილოს, წიწაკის და ბადრიჯნისთვის სინათლე საზიანოა. ხილი, რომელიც გამოყოფს კონდენსანტს (სითხეს) პერიოდულად გაწმინდეთ, რათა ისინი  არ დალპეს.

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი