ყველა ჩვენგანს აქვს ყოველდღიური ჩვევები, რომელსაც მექანიკურად ვასრულებთ და არ ვფიქრობთ, რომ ზოგიერთი მათგანის გამარტივება შეიძლება.
სმარტფონის სწრაფად დატენვა
ტელეფონი ბევრად სწრაფად დაიტენება, თუ მას დატენვის დროს ჩაურთავთ „Airplane mode” რეჟიმს.
სახის ტონალური ფერის შერჩევა
კოსმეტიკურ მაღაზიაში ტონალური კრემის შერჩევისას, ტესტერი წაისვით ყელზე და არა სახეზე.
გასაღების ამოცნობა
იმისათვის, რომ გარეგნულად იდენტური გასაღები ერთმანეთისგან მარტივად გაარჩიოთ, შესაძლებელია ყოველ გასაღებს, ფრჩხილის ლაქის დახმარებით, სხვადახვა ფერის მარკირება გაუკეთოთ.
კვერცხის მარტივი გასუფთავება ნაჭუჭისგან
იმისათვის, რომ მოხარშული კვერცხი ნაჭუჭისგან მარტივად გაათავისუფლოთ, წყალში ჩაყარეთ ერთი კოვზი საკვები სოდა, ხოლო შემდეგ მოსახარშად მოათავსეთ კვერცხი.
ტუჩსაცხის მოშორება პერანგიდან
ტუჩსაცხის ლაქა მარტივად ამოვა პერანგიდან, თუ ამ ადგილზე ჩვეულებრივ თმის ლაქს დაასხამთ: გააჩერეთ ის 10 წუთის განმავლობაში, ლაქა გაწმინდეთ ღრუბლით, ხოლო შემდეგ პერანგი გარეცხეთ სარეცხი მანქანაში.
წყარო