ავტოავარიის შესახებ წერს, რა დროსაც მანქანა გაჩერებაზე მდგომ დედა-შვილს დაეჯახა.
შემთხვევის შედეგად გოგონა ადგილზე გარდაიცვალა.
“წამის მეასედში დანგრეული ცხოვრება….
დედა,რომელიც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, მაგრამ ახლა სიკვდილი, რომ ყველაზე დიდი შვებაა მისთვის…
რამოდენიმე წუთით, ისევ ბედნიერი მამა, რომელმაც ჯერ არაფერი იცის მისი ოჯახის ტრაგედიის შესახებ… დევივით ძმა, მიწაზე გართხმული, აბღავლებული, სანუგეშო სიტყვას, რომ ვერავინ უბედავს…
პატარა გოგონას უმანკო,უნაზესი,უსუსური, უფაქიზესი სხეული, ტროტუარზე, სისხლის გუბეში, ახდილი თავის ქალით… ჩვენ,სასოწარკვეთილი, ნირწამხდარი,ამ მომენტისთვის უძლური ექიმები, ამ წუთას ყველაფერს რომ ვნატრობთ ექიმად ყოფნის გარდა…
ორი ულამაზესი ყმაწვილი, ცა რომ ჩამოექცათ თავზე,ცხოვრება რომ სატანჯველად იქციეს, დგანან გაოგნებულები, ფრთაჩამოყრილნი,ცოცხალ-მკვდარნი,უფერულები, ჯერაც რომ ვერგარკვეულნან რა მოხდა… ცრემლი პატრულის თვალზე… ყველა საცოდავია ირგვლივ, თითქოს დამნაშავე არავინაა,მაგრამ პატარა გოგონას მიმართ ყველა დამნაშავეა…
414 ბრიგადის კოშმარად ქცეული მორიგეობა, დიდხანს რომ გაგვყვება.”- წერს სასწრაფო დახმარების ექიმი.