სვეცკურ“ ქართულ საღამოებზე ხშირად ჩანს გოგონა რომელიც საოცრად ჰგავს ლეგენდარულ მერლინ მონროს. Bulver.ge-გადაწყვიტა ახლოს გაგაცნოთ გოგონა რომელმაც მსოფლიო სექს -სიმბოლო გააცოცხლა
თქვენ საზოგადოებამ გაგიცნოთ როგორც ქართველი მერილინ მონრო, რა გქვიათ, რა გვარი ხართ?
მე ვარ მარიამ ციმინტია, ვარ მომღერალი, ივენთ მენეჯერი, მსახიობი.
რატომ გადაწყვიტეთ ამ როლის მორგება?
მე ვარ მსახიობი, ერთი ივენთზე მოვირგე ეს როლი, მაყურებელს ძალიან მოეწონა, მეუბნებოდნენ რომ ძალიან ვგავარ. ასე შეიქმნა ეს პროექტი, თუმცა მე სხვა საინტერესო როლებიც მაქვს მორგებული.
მერლინი საკმაოდ საინტერესო ქალი იყო, გარდა გარეგნობისა რამე საერთო თუ გაქვთ?
მერლინი იყო ბევრად უფრო ღრმა ფსიქოლოგიის ვიდრე ამას საზოგადოება აღვიქამდა, ამ მხრივ ნამდვილად ვგავართ ერთმანეთს, სიმღერა- მერლინი გარდა მსახიობისა იყო მომღერალი, მეც ასევე ვმღერივარ, თუმცა მერლინი უფრო ნაზი, და ქალური იყო მე უფრო ძლიერი ასე ვთქვათ რკინის ლედი ვარ. მიყვარს ჯირითი, იარაღი, ექსტრემი, ვარ ზალია აქტიური, რასაც მერლინში ვერ ვხედავ, რათქმა უნდა უნდა იყოს განსხვავება რადგან ის იყო მერლინი, ხოლო მე მსახიობი ვარ რომელიც მას თამაშობს.
მერლინი ხელთათმანებივით იცვლიდა საყვარლებს, თუმცა გამუდმებით მარტოსულად გრძნობდა თავს, თქვენი პირადიცხოვრებაც ხომ არ წააგავს მერლინისას?
ხელთათმანებივით ნამდვილად არ ვიცვლი, იმისთვის რომ ვიყო მამაკაცთან მჭირდება გრძნობა ეს კი ასე ხშირად არ მოდის, მამაკაცებთან ვისთანაც მქონია ურთიერთობა დღემდე ვმეგობრობ, თუმცა ამ ეტაპზე ჩემს ცხოვრებაში არის მამკაცი და თავს მარტოსულად ნამდვილად არ ვგრძნობ.