თუ დაზიანებული თმა გაქვთ, არ არის საჭირო თმის მოვლის ძვირადღირებული საშუალებები შეიძინოთ. იოგურტი, თქვენს თმას ბზინვარებას დაუბრუნებს და დაზიანებულ სტრუქტურას აღადგენს. ის ასევე სასარგებლოა თმის ზრდისთვის და შეიცავს პროტეინებს, რომლებიც თქვენს თმას გააძლიერებენ. ის ასევე ეფექტურად ებრძვის ქერტლს. თქვენ მხოლოდ და მხოლოდ იოგურტი დაგჭირდებათ. წაისვით ის თმის სიგრძეზე და 1 საათით დაიტოვეთ. შემდეგ კი, თბილი წყლით ჩამოიბანეთ და თავი შამპუნით დაიბანეთ.
ნიღაბში პროტეინების დამატება გსურთ, იოგურტს 1 კვერცხი შეურიეთ. უბრალოდ წაისვით მიღებული მასა თმაზე. აღსანიშნავია, რომ ეს ნიღაბი თმაზე 1 საათზე მეტი ხნის განმავლობაში არ უნდა გაიჩეროთ, რაგდან ზედმეტად ბევრი პროტეინი თმას აზიანებს. ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ და თავი დაიბანეთ.