ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    რუსული პროპაგანდა სოციალურ ქსელებში, საქართველოში ოდნოკლასნიკმა ფეისბუკს გაუსწრო

    ვებგვერდების პოპულარული მთვლელის  Alexsa. com-ის მიხედვით, ოდნოკლასიკის საიტმა (ok.ru) ფეისბუკს (facebook.com) გადაუსწრო. TOP 10-ში კიდევ ორი რუსული ვებგვერდია – ასევე, სოციალური ქსელი ვკონტაქტე და Mail.ru.
    საქართველოში ყველაზე პოპულარული საიტების ათეული ამ დროისთვის ასე გამოიყურება:
    1. Youtube.com
    2. Google.ge
    3. Porn555.com
    4. Google.com
    5. Ok.ru
    6. Facebook.com
    7. Myvideo.ge
    8. Vk.com
    9. Google.ru
    10. Mail.ru
    აღსანიშნავია, რომ Google-ის აპლიკაციების სისტემაში (Play store) ფეისბუკის აპლიკაცია ჩამოტვირთვების თვალსაზრისით ოდნოკლასნიკებს მნიშვნელოვნად უსწრებს, თუმცა უშუალოდ ვებგვერდზე შესვლასთან დაკავშირებით 2012 წელთან შედარებით საქართველოში იტერნეტის მომხმარებელთა ქცევის სურათი რადიკალურადაა შეცვლილი. 5 წლის წინ facebook.com ქვეყანაში ყველაზე პოპულარული ვებგვერდი იყო და Ok.ru-საც უსწრებდა.
    Alexa.com-ის მიხედვით, ამჟამად Ok.ru მთელ მსოფლიოში პოპულარობით #44 ადგილზეა. მისი მომხმარებლების უმეტესობა მამაკაცები არიან, ოდნოკლასნიკის მომხარებელთა დიდ ნაწილს ის ადამიანები შეადგენენ, რომელთაც სკოლა დამთავრებული აქვთ და ქსელში როგორც წესი სახლიდან შედიან.
    სოც.ქსელები რუსეთიდან და პროპაგანდა
    უკრაინის მოვლენების შემდეგ კრემლის პროპაგანდას რომ დასავლეთში ძალიან სერიოზულად აღიქვამენ, ახალი ამბავი არ არის. ცოტა ხნის წინ ევროპარლამენტმა შესაბამისი რეზოლუციაც მიიღო, სადაც კრემლის პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობაზე ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებშიც არის საუბარი. რეზოლუციაში ნახსენებია ინტერნეტ-ტროლების როლი, რომლებიც სხვდასხვა სოციალურ ქსელში კრემლის სასარგებლო და დასავლეთის საწინააღმდეგო დეზინფორმაციას ავრცელებენ.
    ოდნოკლასნიკი მისი სტრუქტურიდან გამომდინარე სხვა სოციალური ქსელებისაგან (ფეისბუკი,ტვიტერი, ვკონტაქტე) განსხვავებულია, თუმცა ინფორმაციის გავრცელების თვალსაზრისით პოლიტიკური თემატიკისაგან არც ისაა დაცლილი.
    ქსელში საკმაოდ ადვილად, Google-ის ანგარიშის მიბმით დავრეგისტრირდი და ერთ-ერთი პირველი,  რაც ჩემს გვერდზე დამხვდა, იყო 4 ტრენდირებული ვიდეო, რომელთაგან ერთ-ერთი პუტინის იმ ბრძანების შესახებ მატყობინებდა, რომლის მიხედვითაც საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე დაბადებულებს რუსეთი თავის პასპორტს ადვილად გადასცემს.
    guriismoambe.com/

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი