ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    „აღმოჩდა რომ თავად იწერდით ყველაფერს - გამოაქვეყნოს გვარამიამ ჩემსა და მას შორის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი“



    „ჩემი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პოზიცია იყო ის, რომ თუ თქვენ დაგხურავენ, მეორე დღეს მე მივდივარ თავმჯდომარეობიდან და მუბნებით, რომ თქვენი პოზიცია არ გვახსოვს "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით?!", - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, გადაცემა „განსხვავებული აქცენტების" წამყვან ეკა კვესიტაძეს მიმართა. უსუფაშვილმა ეთერში პარლამენტის თავმჯდომარეობის პერიოდს იხსენებს და განაცხადა, რომ მას „რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან ჰქონდა სატელეფონი საუბარი, სადაც პოზიცია დააფიქსირა.

    „რუსთავი 2"-ის ნაწილში ჩემი პოზიცია, ღიად, საჯაროდ, სატელეფონოდ... ხომ ჩაწერილია გვარამიასთან ყველას ლაპარაკი. თქვენც ხომ ჩაწერილი გაქვთ ყველაფერი, აღმოჩდა რომ თავად იწერდით ყველაფერს. გამოაქვეყნოს გვარამიამ ყველაფერი, ჩვენი სატელეფონი საუბარი ამ თემებზე.

    ჩემი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პოზიცია იყო ის, რომ თუ თქვენ დაგხურავენ, მეორე დღეს მე მივდივარ თავმჯდომარეობიდან და მუბნებით, რომ თქვენი პოზიცია არ გვახსოვს "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით?!.

    სასამართლოში მიმდინარე დავაზე პარლამენტის თავმჯდომარე მითითებებს იძლეოდეს, ეს მოგაჩნიათ თქვენ სწორად?!", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი