ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    მეცნიერებმა ღორი და ადამიანი შეაჯვარეს

    მეცნიერებმა ღორი და ადამიანი შეაჯვარეს
    მეცნიერებმა ღორი და ადამიანი შეაჯვარეს
    რაოდენ დაუჯერებლადაც არ უნდა ჟღერდეს, ეს უკვე მოხდა. მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა პირველად შეაჯვარა ღორი და ადამიანი და მიიღო სიცოცხლისუნარანი ემბრიონი. ვარაუდობენ, მომავალში ეს დაეხმარებათ იდეალური ორგანოების წარმოებაში ტრანსპლანტაციისთვის. 
    მეცნიერებმა ადამიანის ღეროვანი უჯრედები შეიყვანეს ღორის ემბრიონებში. ორი ათასზე მეტი ჰიბრიდი მიიღეს, რომლებიც ღორის საშვილოსნოში მოათავსეს. 186 ემბრიონი ქიმერად განვითარდა – ორგანიზმად, რომელიც შედგება გენეტიკურად სხვადასხვაგვარი უჯრედებისგან. ამ დროს ადამიანის უჯრედების არსებობა უმნიშვნელოა – დაახლოებით ერთი 10 ათას უჯრედზე. 
    მაგრამ ისინი ერთ მთლიანობად ფუნქციონირებენ. ემბრიონი-ჰიბრიდები 28 დღის განმავლობაში ვითარდებოდნენ (ღორების ორსულობის პირველ ტრიმესტრს უდრის ეს), რის შემდეგაც ისინი მოაშორეს ღორის ორგანიზმიდან. ამასობაში მათ სურდათ გაეგოთ, როგორ უთავსდება ღორისა და ადამიანის უჯრედები. ექსპერიმენტის ავტორის ხუან-კარლოს ისპისუა ბელმონტეს თქმით, ეს დრო საკმარისი იყო, რომ მორჩენილიყო ეთიკური დავა მოზრდილი ცხოველი-ქიმერების შესახებ. მათ ეს ექსპერიმენტები სჭირდებათ არა მუტანტების გასაზრდელად, არამედ საუკეთესო ორგანოების წარმოსაქმნელად ტრანსპლანტაციისთვის და ასევე წამლებისთვის უსაფრთხო ცდების ჩასატარებლად. 
    თუმცაღა უნდა ითქვას, რომ ისტორიაში ბევრი შემთხვევა გვახსოვს, როცა მეცნიერები რაღაცას საკმაოდ კეთილშობილური მისიებით იწყებდნენ, თუმცა საბოლოოდ დიდ კატასტროფამდე მიდიოდნენ ხოლმე. 

    წყარო: www.movlenebi.ge 

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი