სამხედრო ექსპერტის ვახტანგ მაისაიას შეფასებით, საქართველოში ლტოლვილთა ბანაკების შესაძლო დაარსება და ლტოლვილთა ნაკადის მატება, ტერორიზმის საფრთხეს გაზრდის.
ექსპერტის განმარტებით, საქართველომ ევროკავშირის წინაშე ერთგვარი ხარკი უნდა გადაიხადოს და ლტოლვილების ნაკადი მიიღოს, თუმცა აღნიშნავს, რომ ქვეყანა უსაფრთხოების კუთხით ამისთვის მზად არ არის.
მაისაია საქართველოსთვის ლტოლვილთა ბანაკების შესაძლო დაარსებას გეოპოლიტიკურ გამოწვევად მიიჩნევს.
"ლტოლვილთა ბანაკების არსებობა ქვეყანაში არ არის დადებითი მოვლენა. საქართველომ ასოცირებული წევრობის სტატუსის მიღების შემდეგ, როგორც ჩანს, ევროკავშირს გარკვეული ვალდებულების კუთხით ხელი უნდა გაუმართოს. ეს არის გარკვეული ხარკი საერთაშორისო ჰუმანიტარულ ოპერაციებში. საქართველომ გაჭირვებაში მყოფ ხალხს უარი რომ უთხრას, მართებული არ იქნება. ეს არის გეოპოლიტიკური გამოწვევა, რადგან ტლოლვილების ნაკადი დიდია და ევროკავშირი მას ვერ უმკლავდება", - აცხადებს "პირველთან" საუბარში ექსპერტი.
მისი თქმით, ერთიანი სახელმწიფოებრივი მექანიზმი უნდა ჩამოყალიბდეს, რათა უსაფრთხოების რისკები შეცირედს.
"ამაში გამოწვევა არის, რადგან ლტოლვოლებში ტერორისტული ორგანიზაციის რამდენი გადაცმული და სპეციალურად შემოგზავნილი წევრი იქნება, უცნობია. ეს ელემენტი გამოიწვევს ტერორიზმის საფრთხის ზრდას. რეალისტები უნდა ვიყოთ, რადგან ევროპაში არსებულმა ტერაქტებმა აჩვენა, რომ ლტოლვილთა ნაკადების ზრდას მოჰყვა ასევე ტერორისტული აქტების გაზრდა ევროპაში, ამიტომ საფრთხე კიდევ უფრო იზრდება. ჩემი აზრით, ჩვენ ამისათვის მზად არ ვართ", - აღნიშნა მაისაიამ.
ავსტრიის საგერო საქმეთა მინისტრი სებასტიან კურცი დევნილების ევროკავშირის საზღვრებს გარეთ მიღების ინიციატივით გამოდის და ასეთ ადგილად საქართველოს, ეგვიპტეს, ან ბალკანეთის რომელიმე ქვეყანას ასახელებს.