ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    რატომ არის საშიში ყურისთვის ბამბის ჩხირები?

    ყველა ჩვენგანის სახლში მოიპოვება ბამბის ჩხირები, რომელსაც ყურის საწმენდად ვიყენებთ. შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ ის 1926 წელს შექმნეს  მცირე ზომის ხელსაწყოების გასაწმენდად.
    და რაც შეეხება ყურის წმენდას- როგორც ირკვევა ამისათვის ბამბის ჩხირების გამოყენება არ არის რეკომენდირებული.
    პირველ ყოვლისა ყურს შეუძლია თვითწმენდა.მეორე- გოგირდს, რომელიც გროვდება ყურებში, დამცავი ფუნქცია აქვს .  როდესაც ყურს ვწმენდთ ბამბის ჩხირით, ჩვენ ხელს უშლით მისი თვითდაცვის უნარს. ყურში დაგროვილი გოგირდი უზრუნველყოფს კანის სიგლუვეს და იცავს ბაქტერიების გავრცელებისგან.
    ბამბის ჩხირის დახმარებით, ჩვენ არა მარტო ვწმენდთ გოგირდს, არამედ მისი ნარჩენები გადაგვაქვს ყურის სიღრმეში- სმენის ბარაბანთან, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს დაცობა.
    კიდევ რა უსიამოვნო შედეგები შეიძლება ახლდეს ყურში  ბამბის ჩხირის გამოყენებას?
    სმენის უეცარი დაკარგვა;
    ხმაური ყურში;
    ტკივილის შეგრძნება ყურში (იმ შემთხვევაში თუ გოგირდი აწვება ყურის ბარაბანს).
    როგორ შევინარჩუნოთ ყურის ღრუს ჰიგიენა?
    უბრალოდ გაიწმინდეთ ყური ისე, რომ მის  ღრუში არ მოხვდეს კოსმეტიკური საშუალებები: აიღეთ ბამბის ტამპონი, დაასველეთ ის ჩვეულებრივი წყლით და გაიწმინდეთ ყური. ეს საკმარისია.

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი