ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    არომატული ვაშლის დესერტი, რომელიც ყველას მოეწონება!



    მოამზადეთ ეს არომატული დესერტი ახლობლებისთვის- გემო ყველას აღაფრთოვანებს!
    თქვენ დაგჭირდებათ:
    – მზა ცომი
    – 1 კგ ვაშლი
    – ½ ჭიქა ყავისფერი შაქარი
    – ¼ ჭიქა ჩვეულებრივი შაქარი
    – 1 ჩ/კ დარიჩინი
    – ¼ ჩ/კ ჯავზი
    – ¼ ჩ/კ მარილი
    – 1 ½ ჩ/კ ლიმონის წვენი
    – 2 ს/კ კარაქი
    – 3 ს/კ გარგარის ჯემი
    – 1 კვერცხი
    მომზადების წესი:


    – ვაშლები თხელ ნაჭრებად დაჭერით. დაამატეთ ყავისფერი შაქარი, ჩვეულებრივი შაქარი, დარიჩინი, გახეხილი ჯავზი, მარილი, ლიმონის წვენი- ნარევს მოურიეთ და 30 წუთით დატოვეთ.
    – გაალღვეთ ნაღების კარაქი და ვაშლების ნარევისგან მიღებული წვენი დაასხით- მოხარშეთ მასა 15 წუთის განმავლობაში.
    – ცომი გააბრტყელეთ და ცხობის ფორმაში გადაიტანეთ. მას ათქვეფილი კვერცხი წაუსვით და მასზე ვაშლები დააწყვეთ ისე, როგორც ვიდეოშია ნაჩვენები. ღვეზელს მოხარშული სოუსის ნახევარი დაასხით.
    – ცხობის ფორმას ფოლგა დააფარეთ და გამოაცხვეთ დესერტი 175 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 30-40 წუთის განმავლობაში.
    – დარჩენილ სოუსს ჯემი შეურიეთ, ღვეზელს წაუსვით და დააბრუნეთ ღუმელში 10-15 წუთით. 
    იხილეთ ვიდეო:

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი