უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი "ჰაკერებისა" და სხვა მსურველებისთვის სრულიად ხელმისაწვდომი იქნება თქვენი პირადი ინფორმაციები თქვენივე სმარტფონიდან. ბევრმა თქვენგანმა არ იცის, თუ როგორ გაიგოს ისმინება თუ არა თქვენი ტელეფონი, გზავნილები და სად ხდება ზარების ავტომატური გადამისამართება, როდესაც აბონენტი დაკავებული გაქვთ. ყველა ამ კითხვაზე ამომწურავ პასუხებს სწორედ ამ სტატიიდან მიიღებთ.ამ კომბინაციის მეშვეობით *#62# შეძლებთ გაიგოთ სად ხდება თქვენი ზარების და გზავნილების (სმს) გადამისამართება მაშინ, როდესაც თქვენი აბონენტი დაკავებული გაქვთ. როგორც წესი, თქვენი მობილური ოპერატორის ხმოვანი ფოსტა უნდა იყოს ამ დროს ჩართული.
ამ კომბინაციის მეშვეობით *#06# შეძლებთ გაიგოთ IMEI (საერთაშორისო მობილური ტექნიკის იდენტიფიქატორი). ამის ცოდნის მეშვეობით შეძლებთ იპოვოთ ტელეფონი იმ შემთხვევაში, თუ ის მოგპარეს. ამ დროს მობილურ ოპერატორს ავტომატურად გადაეცემა ცნობა, რომ ტელეფონი ჩართულია, მიუხედავად იმისა ტელეფონში სხვა სიმ-ბარათი თუ ჩადეს.