საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკრაინულ ტელეარხ Zik-ზე ყოველკვირეული ტოქშოუ „სხვა უკრაინის“ წამყვანი იქნება. „ჩვენ პირველი გადაცემა ჩავწერეთ, რომელიც ძალიან მწვავე გამოვიდა. ყოველკვირა ამ გადაცემაში მე ისეთ უკრაინას გაჩვენებთ, რომელსაც არცერთი არხი არ აშუქებს,“ - დაწერა სააკაშვილმა Facebook-ზე.
მან გადასაღები მოედნიდან ფოტოც გამოაქვეყნა. ფოტოებზე ჩანს, რომ გადაცემის სტუმრებს შორის არის უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ვლადიმირ პარასიუკი, რომელიც სკანდალში არაერთხელ გახვეულა.
წყარო