სოციალური ქსელის მომხმარებელი გიორგი ჩხუბიანიშვილი ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის გვერდზე სტატუსს აქვეყნებს: ''თვითონ ქიბარ ხალვაში არ განიცდის, რამეთუ მას აქვს ზუსტი, ამომწურავი ინფორმაცია საქმის ვითარებაზე. მშვიდად უყურებს მოვლენათა განვითარებას, იცის რომ ''რ2'' მას გადაეცემა... და ამათ კიდე რა ატეხეს ერთი ისტერიკა, თითქოს ცა და მიწა ჩამოიქცა... ტექსტში არ წერია რომ მოსამართლეებმა ასე გადაწყვიტეს, იქ წერია სასამართლოს ერთ უწყებაზე, რომელმაც დაადასტურა 3 მარტს იმ დღეს მორიგე მოსამართლის მიერ მიღებული დროებითი ზომა აღსრულების შეჩერებაზე შემდეგ შეტყობინებამდე! კონკრეტული ვადის არდასახელება არ ნიშნავს "უვადობას" - გვარამიას მორიგი ტყუილი! მე მინდა მივმართო აღშფოთებულ საზოგადოებას, გვარამიამ როდემდე უნდა გატაროთ თითის გარშემო, რამდენჯერ უნდა აგაგდოთ ყველა? რა ყველაფრის გჯერათ, რასაც იგი როშავს? გჯერათ? ხოდა ღირსები ხართ ნერვები იშალოთ თუ ასე გსიმოვნებთ. ერთი რამე კი იცოდეთ, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას მამა ზეციერიც კი ვერ შეცვლის'', - წერს ჩხუბიანიშვილი.
წყარო