გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნდა ინტერვიუ, სადაც პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი აჭარის მოვლენების მიზეზებზე საუბრობს.
„აჭარის მოსახლეობის უმრავლესობა, ისევე როგორცსხვა რეგიონისა, ნაკლებად კმაყოფილია იმ რეალობით, რაშიც ცხოვრება გვიწევს. აქციამდე რამდენიმე დღითადრე ბათუმში თავად გახლდით, სადაცმოსახლეობასთან ხშირი კომუნიკაცია მქონდა. მინდაგითხრათ, რომ ძალიან მარტივი აღსაქმელი იყო ისრეალობა, რომელიც საკმაოდ მძაფრიდამოკიდებულებით გამოიხატებოდა. მაგალითად, ტაქსის მძღოლების, მებადურების, მაღაზიაშიმომუშავე უბრალო მოქალაქეებისა და სხვების მხრიდან. ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რომშესაძლოა მათ აქცია გაემართათ, რადგან ისინი ყველაზე მეტად უმუშევრობასა და უპერსპექტივობასუჩიოდნენ. ეს ღონისძიება სავსებით მოსალოდნელი იყო, უბრალოდ, პროცესი გადაიზარდა მძიმემოვლენებში“, - აცხადებს ცისკარიშვილი.
სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება გამოძიების დასრულებამდე დამნაშავეს არ უნდა ასახელებდეს.
„უხერხულია, როცა მაღალი თანამდებობის პირები გამოძიების შედეგების გარეშე, ბრალდებულებსთავად ასახელებენ. მრჩება განცდა იმისა, რომ თუკი ვინმე ამ დავიდარაბით კმაყოფილი დარჩა, ესისევ "ქართული ოცნების" ხელმძღავანელობაა. დილის 6 საათამდე სამართალდამცველების მხრიდანრამე აქტიური ქმედება არ განხორციელებულა. ზოგი ჭირი მარგებელიაო ნათქვამია, ჩვენმაპოლიციამ ამ აქციით გარკვეული გამოცდილება შეიძინა, რომელიც მას საბედნიეროდ არ ჰქონდა, რადგან ასეთი რამ საქართველოში არ მომხდარა, ამდენი ცეცხლი საქართველოს არც ერთ აქციაზეარ ყოფილა. ვფიქრობ, ამ კუთხით ჩვენმა სამართალდამცველემა მართლაც კარგი გამოცდილებამიიღეს და სწორადაც იმოქმედეს, რადგან შეცდომების დაშვება კიდევ უფრო მძიმე შედეგებსმოგვცემდა“, - აცხადებს ცისკარიშვილი.