ამ წუთებში ბათუმის ქუჩებში მოსახლეობაა გამოსული. მათ ტბელ აბუსელიძის ქუჩა გადაინაცვლეს. ისინი გზის გადაკეტვას ცდილობენ, თუმცა ამის საშუალებას პოლიციის თანამშრომლები არ აძლევენ.
ქუჩის გასწვრივ პოლიციის კორდონია მობილიზებული. აქციის მონაწილეები საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის, კახაბერ ბუხრაძის, გათავისუფლებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეების თქმით, გორის საპატრულოდან გადმოსვლის შემდეგ სიტუაცია უმართავია, რაც პატრულის თანამშრომლების უხეშ მოქცევაში გამოიხატება.
აქციის მონაწილეები საპატრულო პოლიციის მიერ დაკავებული 5 ადამიანის გათავისუფლებას ითხოვენ.
სამართალდამცავების მხრიდან ამ დრომდე განცხადება არ გაკეთებულა.
დაპირისპირება დღის ბოლოს მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ უკანონო პარკირებისთვის ორი მძღოლი დააჯარიმა.
შელაპარაკებისას პოლიციელებმა მძღოლები დააკავეს, ადგილზე მყოფი თვითმხილველებმა მხარი მძღოლებს დაუჭირეს და პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწიეს.
წყარო