ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    „საქმე საკმაოდ უსიამოვნო და სერიოზულია...“ - ნიკო გომელაურის მეუღლე განცხადებას აკეთებს

    ნიკო გომელაურის მეუღლე ნინა ჩოდრიშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით განცხადებას ავრცელებს:

    „საქმე საკმაოდ უსიამოვნო და სერიოზულია. ბევრი წელია ინტერნეტში დიდი რაოდენობით ვრცელდება ლექსად ნახსენები, გაუგებარი წარმოშობის ქმნილებები, რომლებსაც ნიკო გომელაურის სახელს არქმევენ. მინდა გითხრათ, რომ მსგავსი მტრობა არც გამიგია.

    ნიკო თავის თავს ვერ დაიცავს, ამიტომ უნდა დავიცვათ ჩვენ - მე და მისმა ახალგაზრდა გულშემატკივრებმა. არსებობს ინტერნეტში გვერდები, რომლებიც დიდი სიხარულით და ენთუზიაზმით ავრცელებენ ამ არა ნიკოს ლექსებს, პლიუს ცვლიან ნიკოს ლექსებში რატომღაც სიტყვებს, შეცდომითაც ბეჭდავენ. როდესაც მათ ვთხოვეთ, რომ ყურადღებით იყვნენ, პასუხად დაგვბლოკეს.

    სხვა გამოსავალი არ გვაქვს, მოგმართავთ თქვენ დიდი თხოვნით, მათ, ვისაც ნიკო უყვარს, ვინც კითხულობს ნიკოს ლექსებს, იხელმძღვანელოთ გვერდით, რომელიც სახელით „ნიკო გომელაური ოფიციალური" არის ცნობილი და იმ ადამიანებსაც, რომლებსაც არ უყვართ უპატიოსნო, არამზადა ადამიანები, რომლებიც ასეთ ცუდ და საზიზღარ საქმეს ეწევიან", - ამბობს ნინა ჩოდრიშვილი.

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი