ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    მამა-შვილის ამ ემოციური ფოტოს ისტორიამ მთელი ინტერნეტი მოიცვა!

    მამა-შვილის ამ ემოციური ფოტოს ისტორიამ მთელი ინტერნეტი მოიცვა!
    გაიცანით, აბდულ ჰალემ ალ კადერი-კაცი, რომელიც ოჯახის გამოსაკვებად სამი წელია საწერ კალმებს ყიდის. 
    მისმა ფოტომ, სადაც მძინარე ქალიშვილი მხარზე ჰყავს გადაკიდებული და კალმებს ყიდის, მთელი ინტერნეტი მოიცვა. 
    მისი მძიმე ცხოვრება კი კეთილი ადამიანების დახმარებით მკვეთრად შეიცვალა. 
    აბდულ კადერი სირიელი ლტოლვილია 
    და მარტოხელა მამაა! 
    ბევრი ცდის მიუხედავად მან სამსახურის შოვნა ვერ შეძლო, ამიტომ კალმების გაყიდვა დაიწყო. მას 9 წლის და 5 წლის ქალიშვილები ჰყავს. 
    საომარი მოქმედებების გამო, მან ოჯახთან ერთად ქვეყნის დატოვება გადაწყვიტა, თუმცა ბეირუთში მის მეუღლეს საზღვრის გადმოკვეთის უფლება არ მისცეს და დატოვეს. 
    კაცმა კი უკან დაბრუნება არ ისურვა და შვილებთან ერთად წამოვიდა. 
    ერთ-ერთმა ინტერტეტ-მომხმარებელმა, სახელად გისურ სიმონარსონმა მამა-შვილის ფოტო Twitter-ზე გამოაქვეყნა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 
    გისურ სიმონარსონი მხოლოდ ამით არ შემოფარგულულა და წამოიწყო კამპანია, რათა დახმარებოდა აბდულსა და მის შვილებს. 
    მან 30 წუთში მოახერხა 5000 დოლარის შეგროვება, საბოლოოდ ანგარიშზე 191 000 დოლარი შეგროვდა. 
    კამპანიის ავტორმა მიმართა UNICEF-ს, რათა მარტოხელა მამისთვის თანხა გადაეცათ. 
    აბდულ კადერმა გადაწყვიტა მიღებული თანხა თავისი გაჭირვებული თანამემამულებისთვისაც გაეზიარებინა.
    წყარო

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი