საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში უკრაინისა და უნგრეთის პრეზიდენტებს ელოდებიან.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, პრეზიდენტების გარდა საქარტველოში ამ ქვეყნის პრემიერმინისტრებიც ჩამოვლენ.
„მინდა მივესალმო ჩვენი ორი კოლეგის, საქართველოს მეგობარი ორი ქვეყნის უკრაინის და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტს. ისინი საქართველოს მიმდინარე კვირას ეწვევიან.
იგეგმება ასევე უკრაინის პრეზიდენტის და უნგრეთის პრემიერმინისტრის ვიზიტი საქართველოში.
საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრა გამოყენებული იქნება ამ მაღალი დონის ვიზიტების დასაგეგმად და ორმხრივ, რეგიონალურ ურთიერთობებში შემდგომი თანამშრომლობის ნაბიჯების განსასაზღვრად“,-განაცხადა ჯანელიძემ.