"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი ზაზა ბიბილაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სატატუსს ავრცელებს:
"შსს სამართალდამცავების მიერ შოთა პაკელიანის ცემას უარყოფს და აცხადებს, რომ მან სხეულზე დაზიანებები გაქცევის დროს წაქცევის შედეგად მიიღო." --- ჩვენი ოდესღაც საამაყო პოლიცია ივანიშვილის ხელში ისევ ძაღლობას დაემსგავსა. არა მხოლოდ ქცევით, არამედ უკვე რიტორიკითაც. ლევან კორტავას სასტიკი მკვლელობაც ხომ გახსოვთ? ყველა ძვალი დამტვრეული ჰქონდა სხეულში, მაგრამ ბოლომდე იმ ჩვენებას აწვებოდნენ ეს ნაძირლები, კიბიდან დაგორდა და წაიქცაო,"-წერს ბიბილაშვილი.