ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ევროპის მოსამართლის უპრეცედენტო თვითნებობა - კერძო სასამართლო საქმეს პოლიტიკური დავის ფორმატი მისცა

    ევროპის მოსამართლის უპრეცედენტო თვითნებობა - კერძო სასამართლო საქმეს პოლიტიკური დავის ფორმატი მისცა


    "ქართული ოცნების" წევრი ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში სამართლის დოქტორის ბიძინა სავანელის წერილს აქვეყნებს, რომელიც კვაჭანტირაძის ინფორმაციით, ხმელთაშუა ზღვის სოციალურ მეცნიერებათა ჟურნალის მთავარი რედაქტორი, სოციალურ და საგანმანათლებლო კვლევათა ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წევრი და მეცნიერ-კორდინატორია რომში. კვაჭანტირაძის თქმით, წერილი მან ელექტრონული ფოსტით მიიღო:
    "ევროპის მოსამართლის უპრეცედენტო თვითნებობა 1. ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლემ ხელყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ავტორიტეტი და დამოუკიდებლობა, რადგან მან საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ისე დაადგინა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, სამოტივაციო ნაწილის ჩათვლით, არ გამოუთხოვია, და შესაბამისად, არ გაცნობია, რითაც თავად დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლი 6, რომელიც კონვენციას მიერთებულ წევრი - სახელმწიფოების მოსამართლეებს ავალდებულებს იყოს მიუკერძოებელი. 2. ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლემ ხელყო საქართველოს სუვერენიტეტი, კერძოდ სახელმწიფოს შიანაურ საქმეებში ჩაურევლობის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპი, როდესაც კერძო სამართლის სუბიექტებს - მესაკუთრეებს - შორის კერძო სასამართლო დავა თვითნებურად გადაიყვანა საჯარო სამართლის სივრცეში, ანუ კერძო სასამართლო საქმეს პოლიტიკური დავის ფორმატი მისცა, რითაც საქართველოში საზოგადოებრივი წესრიგსა და ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნა. 3. ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლემ თავისი სამპუნქტიანი მოთხოვნით იმთავითვე სადაო გახადა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, ანუ წინასწარ გამოხატა თავის აზრი, რითაც თავად დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლი 10, რომლის ძალით: გამოხატვის თავისუფლების "განხორციელება, რამდენადაც ის განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად." უფრო მეტი, ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლემ ევენტუალურად ზეწოლა მოახდინა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იმ მოსამართლეებზე, რომლებმაც შეიძლება განიხილონ საკუთრების კუთვნილების შესახებ აღნიშნული სამოქალაქო საქმე"", ნათქვამია ზვიად კვაჭანტირაძის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.
    ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი