ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    სასწრაფოდ „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობისგან ითხოვენ სტრასბურგში გაგზავნილი წერილის შინაარსის გამოქვეყნებას



    ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ კარგი იქნება, თუ „რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობა გამოაქვეყნებს იმ წერილის შინაარსს, რომელიც სტრასბურგში გაიგზავნა.

    „ალბათ, კარგი იქნებოდა, არხის ხელმძღვანელობამ გამოაქვეყნოს იმ წერილის შინაარსი, რომელიც გაიგზავნა სტრასბურგში, რომ ჩვენც, როგორც ამ პროცესის მხარეს და საზოგადოებასაც ჰქონდეს შესაძლებლობა ვნახოთ რა წერია ამ წერილში. აქ ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ მხოლოდ რამდენიმე დღით იმიტომ იქნა შეჩერებული, რომ სტრასბურგის სასამართლო ასევე ითვალისწინებს ჩვენი მხარის ინტერესსაც, რომლის სასარგებლოდაც დასრულდა დავა ეროვნულ დონეზე. იმედი გვაქვს, რომ ეს შეზღუდვა 8 მარტის შემდეგ არ გაგრძელდება, ველოდებით, ვნახოთ რას იზამს სტრასბურგის სასამართლო", - განაცხადა პაატა სალიამ.

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი