ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    სასწრაფოდ! სტრასბურგის სასამართლოს დადგენილება მერაბიშვილის საქმეზე



    ევროპული სასამართლოს მიერ ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევად აღიარება ნიშნავს ვანო მერაბიშვილის პოლიტპატიმრად აღიარებას, - ასე ფიქრობს ვანო მერაბიშვილის ადვოკატი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ოთარ კახიძე. მისი განმარტებით, ეს არის მუხლი, რომელსაც ევროკონვენცია ყველაზე იშვიათად იყენებს და რომლის დარღვევად აღიარების სულ რამდენიმე მაგალითი არსებობს. კახიძის განმარტებით, ვანო მერაბიშვილი, იური ლუცენკოსა და იულია ტიმოშენკოსთან ერთად, მესამე პოლიტიკოსია, რომელთან მიმართებითაც სასამართლომ კონვენციის მე-18 მუხლი დარღვეულად მიიჩნია: „ამ შემთხვევაში საუბარია პოლიტიკურ მოტივაციასა და მერაბიშვილის მიმართ ზეწოლაზე, ხოლო ხელისუფლებას აინტერესებდა არა მართლმსაჯულება, არამედ პოლიტიკური ამოცანები ჰქონდა და ამ ამოცანების შესასრულებლად სწორედ პოლიტიკური მოტივაციით დააპატიმრა ვანო მერაბიშვილი. სწორედ ამიტომ მერაბიშვილის პატიმრობა მისი დაკავების პირველივე დღიდან არის პოლიტიკურად მოტივირებული და მერაბიშვილი არის პოლიტპატიმარი“. „გადამწყვეტი ფაქტორი იყო ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ამბავი დეკემბერში, რომელიც სასამართლომ დადასტურებულად ჩათვალა. რატომ? იმიტომ რომ აქ, საქართველოში, არ წარიმართა ეფექტური გამოძიება და მაშინვე აშკარად ჩანდა, რომ არც პროკურატურას, არც სასჯელაღსრულებას არ სურდა ამ საქმის გამოძიება, არ გაასაჯაროეს ის ვიდეომასალა, რომელიც ძალიან მძიმედ არის შეფასებული და იმავეს ვამბობდით ჩვენც მაშინ. ასევე შიდა გამოძიება იყო ფორმალური და ბუნდოვანი და რეალურად არავის არაფერი გამოუძიებია. შესაბამისად, სასამართლომ მიიღო მხოლოდ ერთი მხრიდან მასალები და არაფერი - საქართველოს ხელისუფლების მხრიდან“. „მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მერაბიშვილის განაცხადი განსახილველად გადაეცა სასამართლოს დიდ პალატას 17 მოსამართლის შემადგენლობით, რომლის წინაშეც საქმის განხილვა დაიწყება თავიდან. მართალია, 14 ივნისის გადაწყვეტილებით, სტრასბურგის სასამართლოს პალატამ, 7 მოსამართლის შემადგენლობით, ერთხმად დაადგინა, რომ ივანე მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა იყო კანონიერი, თუმცა გაჩნდა კითხვის ნიშანი 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის საკნიდან სავარაუდო გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით. საბოლოო განაჩენი კი 3 დღეში დადგება, სადაც განხილული იქნება ვანო მერაბიშვილის საქმე, სადაც როგორც თავად მერაბიშვილი აცხადებს დიდი ალბათობით ის დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას.

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი