ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ძალიან დიდი ყ..ე ხარ- უგულავა არველაძეს დაუპირისპირდა




    თბილისის ყოფილ მერსა და მის ყოფილ თანაგუნდელს, გიორგი არველაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
    უგულავას გაღიზიანება არველაძის “ფეისბუქზე” დაწერილმა განცხადებამ გამოიწვია.
    “ევროქოცებს” შეგნებულად არ გეძახდით და არც ვაპირებდი. მაგრამ ის, რომ საქართველოს ევროპისკენ 2012 წლიდან დაუწყია სვლა მხოლოდ “ევროქოცს” მოუვიდოდა თავში. ამიტომ ნათლობას გილოცავთ! ამ დიდებული განცხადების მერე ჩემ თვალშიც “ევროქოცები” გახდით… თქვენი არჩევანია და არ შემიძლია პატივი არ ვცე”, – წერდა არველაძე.
    “გიორგი შეგნებულად არ ვაპირებდი და დიდი, ძალიან დიდი ხანია თავს ვიკავებდი, მაგრამ ახლა კი უნდა გითხრა – ძალიან მაგარი ყ…ე ხარ, იყავი, ხარ და ასეთად დარჩები როგორც სჩანს. დანარჩენს სადმე როცა გადამეყრები ერთი “ნათლობის” პანჩურს ამოგცხებ ( მეტ დროს და ენერგიას შენ არ იმსახურებ). მანამდე იმედია წაკითხულიდან შინაარსის გამოტანას ისწავლი. გასაგებია!”, – უპასუხა უგულავამ, რაზეც არველაძემ განაცხადა, რომ სამწუხარო იყო მისი ეს კომენტარი.
    “ყ-სა და ე-ს შორის წერტილები რაღა იყო? კორექტულობა შეინარჩუნე? )) არ ვიცი მართლა გიგი ხარ თუ არა, მარა თუ გიგი ხარ უბრალოდ გეტყვი, რომ სამწუხაროა თუ ამას წერ.. ) მე გიგის ეგეთს მაინც არ მივწერ… მე უფრო მეტ პატივს ვცემ მრავალი წლის ახლო ურთიერთობებს.. უფრო მეტ პატივს ვცემ ადამიანობას და კაცობა”, – უპასუხა არველაძემ.
    „ევროპული საქართველოს” განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველომ ეს პროცესი 2012 წლის ივნისში დაიწყო.


    წყარო

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი