„ვინაიდან საზოგადოების ინტერესი დიდია, მინდა გავაკეთო განცხადება არა ერთისუბიექტის პასუხად, არამედ საზოგადოების ინფრომირებისთვის", - ამის შესახებ ლიკა ივანიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ტელეკომპანია „რუსთავი 2" -ის ცილისწამებას პასუხობს.
„ბოლო დღეების განმავლობაში ადგილი ჰქონდა ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ სრულიადაბსურდულ და ცილისმწამებლურ განცხადებებს, დაირღვა ჩემი როგორც პიროვნებისუფლებები. მინდა საზოგადოებისთვის განვმარტო, რომ დედის გვარს ვატარებ 2005 წლიდან. 2008 წლიდან ვარ ოფიციალურად განქორწინებული კუკური(კოკა) წივწივაძესთან, რომელსაც ამჟამად ჰყავს მეორე ოჯახი და არავითარ შემხებლობაში არარის არც ჩემთან, არც ჩემი ოჯახის რომელიმე წევრთან და არც ჩემს სანათესაოსთან. მე დაჩემი ყოფილი მეუღლის იურიდიული მისამართები თანხვედრაშია, ვინაიდანვცხოვრობდით ერთ უბანში, ერთსა და იმავე ქუჩაზე, თუმცა მრავალი წელია ჩვენიფაქტიური მისამართები სხვადასხვაა. რაც შეეხება დედაჩემს-ქეთევან ივანაშვილს, ისმუშაობს სამტრედიაში ა.ა.ი.პ ბაღების გაერთიანებაში, სპეციალისტად და მისი გავლენებიარ სცილდება საკუთარ თავსა და ოჯახს. ჩემი ძმა-სოსო სულაბერიძე უმაღლესიგანათლების და სპეციალური სავალდებულო საჯარისო სწავლების დასრულების შემდეგარის შ.ს.ს თანამშრომელი, ბოლო წლებია მუშაობს გურიის პოლიციის დეპარტამენტში. რაცშემეხება მე შსს-ში დავინიშნე შესაბამისი კონკურსის გავლის შემდეგ და არ ვარ მაღალითანამდებობის პირი.
მე და ჩემი ოჯახის არცერთი წევრი არ ვსარგებლობთ არავითარი პრივილეგიებით, ვმოქმედებთ და ვცხოვრობთ კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში.
მცდელობა იმისა, რომ ჩემთან და ჩემს ოჯახთან იქნას დაკავშირებული კონკრეტულიპიროვნების დაკავების ფაქტი, არის აბსურდი და არცერთი გავრცელებული ინფრომაცია არშეესაბამება სიმართლეს" , - წერს ლიკა ივანიშვილი.