ბათუმის მოვლენების შესახებ „ქართული დასის“ლიდერი ჯონდი ბაღათურია საუბრობს:
"მე არ ვიზიარებ, რომ ეს სოციალური ბუნტი იყო. ის, რაცბათუმში მოხდა და ვნახეთ, ის განწყობები, რაც ამაქციაზე იყო, არის მთელი საქართველოს, მთელიქართველი საზოგადოების განწყობა. ეს არის ხალხისგანწყობა პოლიტიკური სპექტრის მიმართ!
ჩვენ, ერთი მხრივ, ვნახეთ უკიდურესად გაღიზიანებული, აგრესიული ხალხი, სამართლიანად აღშფოთებულიხალხი და, მეორე მხრივ, ვნახეთ სრულიადუავტორიტეტო და კაბინეტებში დამალულიხელისუფლება. ვნახეთ, რომ რამდენიმე საათისგანმავლობაში, სანამ შტატიანი პროვოკატორები არ შეერია ხალხში და არ დაიწყეს ხალხისგულწრფელი ემოციის გამოყენება, მანამდე ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა არც ერთიავტორიტეტული ადამიანი, რომელიც გავიდოდა და ხალხს დაელაპარაკებოდა! აჭარის პარლამენტში„ქართული ოცნება“ 80%-ით არის წარმოდგენილი, საქართველოს პარლამენტში 80%-ით არისწარმოდგენილი! სად იყვნენ ეს ხალხი?! რატომ არავინ მივიდა მათთან?! რატომ არ ჰკითხა, რატომიყვნენ აღშფოთებულები?!"
ბაღათურიაა აზრით, იქ იყო მცდელობა კუთხური შუღლის გაღვივების და არა ეთნიკური.არ გამორიცხავს იმასაც, რომ ტექნიკური შეცდომა მოუვიდა კალაძეს. მისი თქმით, იყო მცდელობაკუთხური შუღლის გაღვივების, შიდა ქართული განხეთქილების შემოტანის.
"ქართული დასის" ლიდერი ფიქრობს, რომ ეს არ იყო ქართველი პროვოკატორების შემოქმედება, ესიყო უცხოური სპეცსამსახურების ნამუშევარი, მათი მცდელობა. რომ განსაკუთრებით აჭარაში, ახალციხესა და ახალქალაქში ძალიან სერიოზული აგენტურული ქსელი მუშაობს.
ბაღათურიას აზრით, თურქეთის სპეცსამსახურებს საკმაოდ დიდი ფული და გავლენები აქვთ. ყოველთვის ეჭირა თვალი თურქეთს აჭარაზე, მაგრამ ეს აბსოლუტურად უპერსპექტივოა. დღეს აჭარარომ საქართველოს იურისდიქციაშია და საქართველოს ნაწილია, ეს აჭარელი მუსლიმების ბრძოლისშედეგია! თ იქ მეგრელებმა, გურულებმა და იმერლებმა არ უბრძოლიათ. იქ ძირითადი მდგენელიმეომრების იყვნენ მუსლიმი აჭარლები! რომ არ ყოფილიყო ასლანბეგ აბაშიძის და მუსლიმიაჭარლების ბრძოლა, თურქულ არმიას აჭარა უკვე დაკავებული ჰქონდა. თურქების მცდელობაცუპერსპექტივოა.
სოციალური ფონიც არსებობს, რომელიც ძალიან მძიმეა და ეს დამატებითი ფაქტორია საზოგადოებისუკმაყოფილების, მაგრამ მთავარი მაინც არის ძალიან მძაფრი განცდა უსამართლობის, ხალხს აქვსგანცდა, რომ მოატყუეს და მიატოვეს! ხალხმა ამ არჩევნებზე იბრძოლა „ქართულ ოცნებასთან“ერთად, მათ ჰქონდათ განცდა, რომ გაიმარჯვეს.
ბაღათურიას ინფორმაციით, ამ ხალხმა იბრძოლა, დაამარცხა კრიმინალური ბანდა ნაციონალურიმოძრაობის, იყო დიდი მოლოდინები და მოგვიანებით ამ ხალხმა აღმოაჩინა, რომ თუ რაიმეშეიცვალა უკეთესობისკენ, ეს მხოლოდ მათ მიერ არჩეულ ხალხს დაეტყო. ბათუმი პატარა ქალაქია, ყველაფერი ხელისგულზე დევს. ნახეს, რომ ამ ახალმა დეპუტატმა უკეთესად ჩაიცვა, უკეთეს მანქანაზეგადაჯდა, უკეთეს რესტორანში დადის და საერთოდ აღარ ეკონტაქტება იმ ხალხს, ვინც აირჩია. ხალხიგაბრაზებულია იმიტომ, რომ ვიღაცამ ისარგებლა მათი გულწრფელი განწყობით, აბრძოლა ეს ხალხიდა შემდგომში მიატოვა! ეს არის მიტოვებული, მოტყუებული ხალხის პროტესტი!
"რა თქმა უნდა, იყო მცდელობა, რომ პოლიტიკურ პარტიებს სათავისოდ გამოეყენებინათ ხალხისგანწყობა, თუმცა დიდწილად უცხო ქვეყნის აგენტურა ცდილობდა შიდა ქართული, კუთხურიგანხეთქილების გაღვივებას, რაც, რა თქმა უნდა, არ გამოუვიდათ".
"ქართული დასის" ლიდერი დღეს რუსეთს არანაირად არ სჭირდება აჭარაში დაპირისპირება. არცსაზღვარი აქვს და რუსეთის აგენტურისთვის ამის გადაბრალება უპერსპექტივო საქმეა. ღიად ვერცთურქეთის სპეცსამსახურებს დავადებ ხელს, თუმცა ისინი ყოველთვის ცდილობდნენ მსგავსი შუღლისგაღვივებას: " მე არ მომწონს თურქეთის აგენტურის ასეთი აქტიური მოქმედება საქართველოსტერიტორიაზე და ამაში საფრთხეებს ვხედავ! არაერთ პროვოკაციულ ადგილას შემიმჩნევია მათინაკვალევი და მათი ნახელავი.
ვიმეორებ, პროტესტი იყო სპონტანურად დაწყებული, მერე სხვადასხვა პოლიტიკური ძალებიცდილობდნენ, რომ გამოეყენებინათ სათავისოდ. ისიც უნდა ითქვას, ძალოვანი უწყებების მოქმედებარომ არ ყოფილიყო ასეთი ფრთხილი და მოზომილი, ჩვენ ძალიან სერიოზულ გართულებებსმივიღებდით. აჭარის რაიონებიდან დაიძრა ხალხი, ბათუმელებიც ნელ-ნელა გამოდიოდნენ ქუჩებში. ჩვენც გაგვიჩნდა სერიოზული განცდა, რომ ჩვენს ქალაქს უჭირს და აქედანაც გავემზადეთ მანქანებითწასასვლელად. იყო განცდა, რომ ჩვენებს ურტყამენ, ჩვენებს უჭირთ. ზოგადად ბათუმელი ბათუმელსარ გაგალახინებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო რომ წასულიყო გამწვავებაზე, ეს ძალიან ცუდადდასრულდებოდა!
დარბევა არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამას ბათუმელი კი არ აკეთებდა, ამას აკეთებდა იქმიზანმიმართულად მიყვანილი პროვოკატორი! მე ვხედავდი უცხო სახეებს, ბათუმი პატარა ქალაქიადა ყველა ყველას ვიცნობთ. გამწარებული ხალხი იყო გამოსული და თავის პროტესტს გამოხატავდა. ის, რაც ვნახეთ, იყო პროვოკატორების მიერ გაკეთებული, რომლებიც წინასწარ იყვნენმომზადებულნი, მოლოტოვის კოქტეილებით შეიარაღებულები. ეს ნამდვილად არ იყო სპონტანური. ვიღაცა ამისთვის ემზადებოდა. გამოძიებამ ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს. შესაბამისმასამსახურებმა უნდა შეისწავლონ, თუ რა ხდებოდა წინა პერიოდში ბათუმის პოლიციაში".
ბაღათურია ფიქრობს, რომ კითხვის ნიშნები ნამდვილად არის. პატრულს მანქანის გაჩერებას დაჯარიმის გამოწერას ვერ აუკრძალავ, მაგრამ ბოლო პერიოდში ძალიან აქტიურად მესმოდაბათუმელების პროტესტი ამ ჯარიმებთან დაკავშირებით, ეს ყველასთვის თვალშისაცემი იყო. შესაძლოა, ეს ახალი ხელმძღვანელის გულწრფელი სურვილიც ყოფილიყო, რომ ახალი წესრიგიდაემყარებინა, თუმცა ეს მიმართულება მაინც უნდა გადამოწმდეს, ეს ხომ არ ხდებოდა შეგნებულად, სწორედ ასეთი პროტესტისთვის. ეს იყო გულწრფელი აქცია, ამ ჯარიმებმა მხოლოდ ბიძგი მისცა, ესიყო ნაპერწკალი, არ იქნებოდა ჯარიმა, გარწმუნებთ, სხვა რამე იქნებოდა!
მისივე თქმით, ხალხი თავს გრძნობს მოტყუებულად, ხალხს აქვს უსამართლობის განცდა.
"ჩვენ ვართ ხალხი და სახელმწიფო, რომელიც იხრჩობა ვალებში და რომელსაც ჰყავს პარლამენტიდა მთავრობა, რომლებიც მილიონებში იხრჩობიან! 37 ოფიციალური მილიონერია დღესპარლამენტში. როგორ წარმოგიდგენიათ, ისინი ბათუმელზე, ფოთელზე ან თბილისელზე ფიქრობენ?! ისინი ფიქრობენ საკუთარი ქონების შენარჩუნებაზე და მის კიდევ უფრო გაზრდაზე. შენ რომმილიონების შეგროვებით ხარ დაკავებული და ამ დროს ხალხი შიმშილით კვდება, ეს რომგამაღიზიანებლად იმოქმედეს, ამაში ეჭვი გეპარებათ?!
ხელისუფლებას მდგომარეობის ადეკვატურად შეფასების განწყობა არ აქვს. ვხედავთ, რომ თითსიშვერენ ნაციონალური მოძრაობისკენ. ამას ძალიან ენერგიულად ცდილობენ. დღეს „ნაცმოძრაობას“არა აქვს ამდენი ავტორიტეტი, რომ ხალხი ქუჩაში გამოიყვანოს და ასეთი საქციელი ჩაადენინოს. მათცეცხლზე მხოლოდ ნავთის დასხმა შეუძლიათ, მაგრამ ცეცხლი თუ არ გააჩინე, მარტო ნავთის დასხმახანძარს არ გააჩენს".
"ქართული დასის" ლიდერი თვლის, რომ ეს ცეცხლი კი დაანთო უკმაყოფილებამ, ტყუილმა, უპასუხისმგებლობამ, მძიმე სოციალურმა ფონმა და ზოგადად მძაფრმა განცდამ უსამართლობის! "მეკატეგორიულად წინააღმდეგი ვარ სხვაზე გადაბრალების, ასევე წინააღმდეგი ვარ მხოლოდსაპატრულო პოლიციაზე ჯოხის გადატეხის. ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ მისი ბრალიაყველაფერი! თუ დღეს არ გააკეთეს სწორი ანალიზი, ხვალ სხვაგან ამოხეთქავს. ეს რომ თბილისშიმომხდარიყო, ძალიან რთული შესაჩერებელი იქნებოდა. აღადგინეთ ხალხთან კავშირი! გაატარეთსწრაფი რეფორმები! თქვენ გარდა, სხვასაც ჰყავს ცოლ-შვილი და სხვასაც უნდა ცხოვრება. სხვასაცუნდა, რომ განათლება მისცეს შვილს, სხვასაც უნდა, რომ ჩააცვას და საჭმელი აჭამოს. ნუ ფიქრობთ, რომ თქვენ იმ პრივილეგიისთვის დაიბადეთ, რომ ფუფუნებაში იცხოვროთ და სხვა მშიერიკვდებოდეს! მთავრობა, გამოფხიზლდი, სანამ დროა!"-აცხადებს ჯონდი ბაღათურია.