ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ,,სასულიერო პირებს ჯიპები სააკაშვილმა აჩუქა, ეს მისი ხაფანგი იყო" - გიორგი ანდრიაძე

    ,,სასულიერო პირებს ჯიპები სააკაშვილმა აჩუქა, ეს მისი ხაფანგი იყო" - გიორგი ანდრიაძე
    საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის გიორგი ანდრიაძის ინფორმაციით, სასულიერო პირებს ძვირადღირებული ავტომობილები წინა ხელისუფლების პერიოდში გადასცეს საჩუქარად.


    ამის შესახებ გიორგი ანდრიაძემ „სარკესთან“ საუბარში აღნიშნა.


    „ეს ჯიპები სასულიერო პირებს თავის დროზე, სააკაშვილის რეჟიმმა აჩუქა სწორედ იმ მიზნით, რომ მერე წამოეძახებინა და ის კამპანია ატეხილიყო, რაც დღეს მიმდინარეობს. თან ეს არ არის ისეთი ღირებულების ჯიპები, როგორებითაც ჩვენი მთავრობის წარმომადგენლები, მინისტრები თუ მათი მოადგილეები დადიან.

    სასულიერო პირებს ამ მანქანებში ფული არ გადაუხდიათ. იცით, სააკაშვილმა ეს ჯიპები როგორ აჩუქა? გაყიდვის ნებართვის გარეშე. მერე გამოჩნდა, რომ ეს მისი ხაფანგი იყო“, - აღნიშნავს გიორგი ანდრიაძე.
    ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი