ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    შეამოწმეთ დენის მრიცხველი, ჩვენებას ხომ არ აორმაგებს - ეს ძალიან მარტივია!


    ძალიან ბევრი ადამიანი ხშირად ჩივის იმაზე, რომ დენის გადასახადი საეჭვოდ გაზრდილი მისდის. საქმე ის არის, რომ სახლის ელექტრომრიცხველის მაჩვენებელი ორჯერ იმატებს ელექტრული იმპულსების არასწორი თვლის გამო და, შესაბამისად, მრიცხველი მუშაობს ე.წ. "ორმაგი ტარიფის" რეჟიმში. როგორ შეიძლება შევამოწმოთ ჩვენი მრიცხველი სწორად მუშაობს თუ არა? ფოტოზე ნაჩვენებია რიგითი დენის მრიცხველი, რომელზეც მწვანე ჩარჩოთი შემოხაზულია მონაცემი "A=3200imp/(kw*h)".

    აღნიშნული მონაცემი ნიშნავს იმას, რომ ამ კონკრეტულ მრიცხველში ერთი კილოვატი*საათში "სრულდება" ყოველ 3200 იმპულსში, რომლებიც გამოსახულია სინათლის დიოდით "А". ეს უკანასკნელი ფოტოზე აღნიშნულია წითელი ისრით (აღსანიშნავია, რომ რიცხვი "А" სხვადასხვა მრიცხველებში შეიძლება სხვადასხვა იყოს). სწორედ ეს ელექტრული იმპულსები ითვლება მრიცხველის მიერ. სხვანაირად რომ ვთაქვათ, ყოველი სამი ათას ორასი იმპულსი ითვლება ერთ კილოვატ*საათად.

    მსგავსი მრიცხველი, რომელიც არასწორი თვლის სიტემით არის დაყენებული, 1 კილოვატ*საათს ითვლის არა 3200 იმპულსში, არამედ 1600-ში - ანუ ზუსტად ორჯერ სწრაფად.

    მრიცხველის შესამოწმებლად სულაც არ არის საჭირო მის წინ ვიჯდეთ და ვითვალოთ 3200 იმპულსი. მრიცხველის მარჯვენა სეგმენტი აჩვენებს არა კილოვატებს, არამედ მის მეასედებს (0, 01 kW, ფოტოზე წითელი ნახევარჩარჩოთია გამოყოფილი) და ეს "სეგმენტი" გაყოფილია 100 ნაწილად. ყოველი დათვლილი 1/100kW-ის შემდეგ ისმის დამახასიათებელი წკაპუნი და კილოვატის მეასედების მთვლელი ბრუნდება ერთი - ყველაზე მცირე დანაყოფით. ანუ, ჩვენს შემთხვევაში, მრიცხველმა უნდა დაიწკაპუნოს ყოველ А/100 იმპულსზე (ფოტოზე ასახული მრიცხველის შემთხვევაში, სადაც А= 3200, ეს რიცხვი იქნება 3200/100=32 იმპულსი). "არასწორი" მრიცხველი დაიწკაპუნებს ორჯერ უფრო სწრაფად (ფოტოზე არსებული მრიცხველის შემთხვევაში - ყოველ 16 იმპულსზე). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენ უნდა შეამოწმოთ მრიცხველზე მწარმოებელი ქარხნის მიერ მითითებულ თითოეულ კილოვატ*საათზე იმპუსების რაოდენობა შეესაბამება თუ არა იმპულსების რეალურ რაოდენობას, რისთვისაც უნდა დაითვალოთ მართლა "ითვლის" თუ არა თქვენი მრიცხველი ყოველ А/100 იმპულსზე 0, 01kW-ს.
    წყარო ww.ge
    шаблоны для dle 11.2

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი