ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    რა ფერია მარწყვი? - თავსატეხი, რომელიც ახალ ინტერნეტ-ჰიტად იქცა!


    ცოტა ხნის წინ ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა ახალი ოპტიკური ილუზია, რომელმაც ცხარე კამათი გამოიწვია მომხმარებლებს შორის. მისი ავტორია იაპონელი ფსიქოლოგიის პროფესორი, აკიონი კიტაოკო. ფოტოზე ვხედავთ ნამცხვარს, რომელიც მარწყვით არის მორთული. როგორ ფიქრობთ, რა ფერის არის ქვემოთ მოცემულ ფოტოზე მარწყვი?

    თავად პროფესორმა ფოტოს შემდეგი კომენტარი დაურთო: "მარწყვი გვეჩვენება წითელი, მაგრამ სინამდვილეში სურათზე არ არის არც ერთი წითელი პიქსელი."

    ფოტო მალევე გახდა პოპულარული Twitter-ის მომხმარებლებს შორის. გულდასმით შესწავლის შემდეგ, მომხმარებლები შეთანხმდნენ, რომ მარწყვი მართლაც არ არის წითელი. დისკუსიის მონაწილემ, სახელად Carson Mell-მა ყველა ფერი გამოაცალკევა და დაამტკიცა, რომ მოცემულ ფოტოზე წითელი საერთოდ არ ფიგურირებს.


    მარწყვის ილუზია საინტერესოა იმით, რომ მას მეცნიერული ახსნა აქვს. აღმოჩნდა, რომ ევოლუციამ იმდენად დიდი გავლენა მოახდინა ადამიანის ტვინსა და მხედველობის ორგანოებზე, რომ ჩვენ შეგვიძლია სამყარო აღვიქვათ ისე, თითქოს ყოველთვის განათებულია. ამ ფოტოს შეხედვისას ჩვენ თავად "ვიგონებთ" და ამიტომ "ვხედავთ" მარწყვს წითლად.
    წყარო

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი