ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ილია მეორე: რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს ჩვენი ტერიტორიები

    Image result for ილია მეორე
    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქოში, სკანდინავიისა და ბალტიის რვიანის წევრ ქვეყანათა პარლამენტის თავმჯდომარეებსა და ვიცე-სპიკერებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ დაუსრულებლად ეს არ შეიძლება გაგრძელდეს. რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს ჩვენი ტერიტორიები.

    შეხვედრის დასაწყისში პატრიარქმა ლატვიის სეიმის თავმჯდომარეს ინარა მურლიეცეს მიმართა და მათი ვიზიტისათვის საქართველოში მადლობა გადაუხადა.

    პატრიარქმა იმედი გამოთქვა, რომ ლატვიის სეიმის თავმჯდომარის ვიზიტი საქართველოში ნაყოფიერი იქნება და დიდ გავლენას მოახდენს.

    პატრიარქის თქმით, იგი 11 წელი იყო აფხაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი, თუმცა დღესაც არ აქვს შესაძლებლობა, აფხაზეთში ჩავიდეს და იქაურ მორწმუნეებს შეხვდეს.

    თქვენო აღმატებულებავჩვენ მოხარული ვართრომ გვაქვს საშუალება, საქართველოსსაპატრიარქოში მიგიღოთ 5 ქვეყნის სპიკერები და ჩვენ მადლობას გიძღვნითმხარდაჭერისთვის იმ დროსროდესაც ძალიან რთულ მდგომარეობაში იმყოფებასაქართველოთქვენ მოგეხსენებათრომ ქვეყნის ტერიტორიის 20% დაპყრობილიარუსეთის მიერ და თქვენი თანადგომა და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვისმე 11 წელი ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტიდღესაც ვითვლები ხელმძღვანელადაფხაზეთის ეპარქიისამაგრამ მე არ მაქვს საშუალებარომ ჩავიდე და ყურადღება მივაქციოჩვენ მორწმუნე ხალხსმე მოხარული ვარრომ თქვენ ინახულეთ ის საზღვრებისადაცხელოვნურად დაყოფილია ჩვენი ტერიტორიადაუსრულებლად ეს არ შეიძლებაგაგრძელდესრუსეთმა უნდა გაათავისუფლოს ჩვენი ტერიტორიებიამიტომ თქვენიჩამობრძანება საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ მადლობას გწირავთამისთვისმე კიდევ ერთხელ მადლობელი ვარ თქვენი ჩამობრძანებისათვის დადარწმუნებული ვართქვენი ვიზიტი იქონიებს დიდ გავლენას", - განაცხადა უწმინდესმა.

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი