ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ნანუკა ჟორჟოლიანი შესაძლო საბოლოო მიმართვა: შეიძლება ბოლოჯერ გვიყურებთ...

    ნანუკა ჟორჟოლიანი: შეიძლება ბოლოჯერ გვიყურებთ

    რუსთავი 2-ის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ შესაძლოა მაყურებელი მათ ბოლოჯერ ხედავს, ამის შესახებ ჟორჟოლიანმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა. 

    მისივე თქმით, ტელევიზია რომელიც ახლა ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნეს გაცილებით უკეთესია, ვიდრე ის იმ დროს იყო, როცა ქიბარ ხალვაშს ეკუთვნოდა.
    "მე მინდა ჩვენს მაყურებელს გაუჩნდეს იმის განცდა, რა მოხდება ხვალ ან ზეგ, შეიძლება ბოლჯერ გვიყურებთ შეიძლება არა, მაგრამ ხვალ კიდევ გვნახოთ და რამდენიმე დღე, არ მგონია კვირეები გაგრძლდეს ჩვენი ეთერში ყოფნა, იმიტომ რომ ამის შემდეგ ან გამოგვთიშავენ, ან შემოვლენ და აქედან გაგვიყვანენ ან გვთხოვენ რომ გავიდეთ, ამიტომ ასე გაგრძლდება მოვლენები, ამიტომ მინდა მაყურებელმა სრული სიზუსტით აღიქვას, რა მოყვება უზენაეს სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ ეს ტელევიზია ჩვენ წაგვართეს. ვისაც აქ გვხედავთ და ვისაც ვერ გვხედავთ, ჩვენი ეს ტელევიზია აღარ არის, ეს ტელევიზია არის ქიბარ ხალვაშის, რომელიც ახლა შეეცდება, უთქვამს, რომ შეხვდები კოლექტივსო, ბატონო ქიბარ, ჩვენ კოლექტივი არ ვართ, მაქსიმუმ შეგიძლიათ გვიწოდოთ ერთი გუნდის წევრები, რომლებიც წლებია ვაკეთებთ ამ არხზე რეიტინგს, ვქმნით ამ არხს და ამ არხს ისეთი დაბალი რეიტინგი აღარ აქვს როგორც თქვენი ხელმძღვანელობის დროს ჰქონდა, ალბათ იცით ამის შესახებ ინფორმაციაც და სხვათაშორის, თქვენ როგორიც დაგვტოვეთ ისეთები აღარ ვართ, მაშინ მახსოვს მხოლოდ ორ სართულზე ვიყავით, დღეს ძალიან დიდი ეს ტელევიზია, დიდი სტუდიებით, აბსოლუტურად სხვა ტექნიკით, შეიცვალა ის რეალობა, მოკლედ სხვა ტელევიზია დატოვეთ და სხვა ტელევიზია წაიღეთ, გაცილებით უკეთესი ტელევიზია წაიღეთ.
    მაყურებელმა მინდა იცოდეს, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება აღარ ვიყოთ და თუ გინდათ რომ ვიყოთ, დაგვიცავით. ჩვენ არ დავნებდებით, ვიბრძოლებთ ბოლომდე",-განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
    წყარო

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი