ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ცოტნე გამსახურდია: ვუყურებ ახლა გაჯეჯილებულ ბრბოს და...



     საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

    „ვუყურებ ახლა პირდაპირ ეთერში გაჯეჯილებულ ბრბოს, რომელიც აყირავებს და წვავს მანქანებს, ანადგურებს ქალაქის კეთილმოწყობას და ინფრასტრუქტურას, უბრალოდ ტკბება საკუთარი ძალით (არა, ამათ თავაშვებულობა და სეირის ჟინი უფრო ეტყობათ, ვიდრე სამართლიანი რისხვა!) და ცუდად მოსასმენი ჭეშმარიტება ტრიალებს გონებაში:

    არ შეიძლება ბავშვმა გამოტოვოს განვითარების ეტაპები. როგორ კარგად ჩანს, რომ ბათუმს აცდა ოთხმოცდაათიანები! არ უნდათ ამათ კანონი, წესრიგი, უზრუნველყოფილი და ორგანიზებული ცხოვრება, არა!

    პ.ს. მარგველაშვილმა ფაქტობრივად საარჩევნო კამპანია დაიწყო...", - წერს ცოტნე გამსახურდია.

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი