ტელეწამყვან ნელი აგირბას მეუღლე გარდაიცვალა. ირაკლი ძიმისტარიშვილი რამდენიმე დღის წინ ანტალიაში დაიღუპა, სადაც მისი 13 წლის შვილი საჩოგბურთო ტურნირზე ჰყავდა წაყვანილი. დაღუპული საქართველოში მეორე დილით ჩამოასვენეს და სავარაუდოდ, ხვალ დაკრძალავენ. "კურიერის" წამყვანმა და მისმა რჩეულმა 2016 წლის ოქტომბერში იქორწინეს. 34 წლის ძიმისტარიშვილს პირველი ქორწინებიდან 13 წლის ვაჟი ჰყავს, რომელსაც მარტო ზრდიდა. 13 წლის ცოტნე ძიმისტარიშვილი ჩოგბურთელია და წარმატებულად მონაწილეობს სხვადასხვა ტურნირში. ნელი აგირბას კი, ასევე ტელეწამყვან ილო ბეროშვილთან ქორწინებიდან 2 ქალიშვილი - სესილია და ევა ჰყავს.
ინფორმაციას ambebi.ge ავრცელებს.