ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    სასწრაფოდ:დატოვებს თუ არა პოსტს პრეზიდენტი ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ?!


    მაკა ჩიჩუა სანამ „ნიჭიერის“ ჟიურიში დაჯდება და ნიჭიერ ახალგაზრდებს გამოავლენს კარგი იქნება, თუ ამ ნიჭს საკუთარ ოჯახშიც აღმოაჩენს და მათ ნიჭიერებას მათივე სასიკეთოდ წარმართავს.
    ოჯახი რომ მარგველაშვილის სისუსტეა გაპრეზიდენტებისთანავე შეიტყო. როდესაც თავისი მეორე მეუღლის ხათუნა აბაშიძის ძმა ლაშა აბაშიძე თავისი ადმინისტრაციის უფროსად დანიშნა, ხოლო პიარმუშაკად თავისივე ახლობელი ქრისტინე გარუჩავა. გავრცელებული ინფორმაციით პრეზიდენტის სასახლეში მან და საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ ერთმანეთი გაწეწეს. ცხადია ეჭვიანობის ნიადაგზე. ძალიან სამარცხვინოა ეს ყველაფერი.
    ფილოსოფოს პრეზიდენტს გონებრივი სიჩლუნგე, სიჯიუტე და მსუბუქი დებილობის ფორმა რომ არ ახასიათებდეს, ოჯახის წევრებს დანაშაულებს კი არ აპატიებდა და შეიცოდებდა, იარაღის შეძენა-ტარებაზე კი არ დახუჭავდა თვალს, პასუხს მოსთხოვდა წესიერების ადამიანის სიყვარულისაკენ მიუთითებდა და ამით მათვე გაუფრთხილდებოდა. მაგრამ მარგველაშვილი სხვა გორისაა და გონებრივი სისუსტე მისი დღევანდელი მდგომარეობაა. მისგან მდიდარ სექსუალურ ცხოვრებაზე საუბარმა მხოლოდ გონჯი დედაკაცები თუ მოხიბლა, თორემ ამ გულისამრევ გულახდილობამ კიდევ ერთხელ შეურაცხყო ის ერი, რომელიც ის ასეთივე ავადმყოფი სააკაშვილის შემდეგ თავის პრეზიდენტად დასვა. მესამე წელია უთმენს და მის ყოველ გამოსვლაზე ილიასეულ კითხვას სვამს: კაცია ადამიანი? 

    წყარო: "ასავალ-დასავალი"

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი