[b
გუშინ, 16 იანვარს, გამოცემა “ОРД”-მა გამოაქვეყნა პუბლიკაცია „სააკაშვილი. სახელმწიფო გადატრიალების მომზადება უკრაინული სტუმართმოყვარეობის სანაცვლოდ?“, – რომელმაც გამოიწვია საზოგადოების ინტერესი იარაღის უკანონო ვაჭრობისა და მოსყიდული ჟურნალისტების დაფინანსების თემის მიმართ. ინფორმაციას ”უკრაინული რევოლუცია” აქვეყნებს.
”ერთ-ერთი მთავარი დეტალი, რომელიც პუბლიკაციიდან შევიტყვეთ, რომელიც დაფინანსების სანაცვლოდ კომპრომატს აქვეყნებს, ეს იყო ვინმე ელისო კილაძე, გაზეთი „ქრონიკა +“-ის რედაქტორი”, – წერს გამოცემა.
”პუბლიკაციაში ასევე იყო დასახელებული ჟურნალისტების მოსყიდვისათვის გამოყოფილი თანხების წყარო – იარაღის უკანონო ვაჭრობა. „უკრაინული რევოლუციის“ ჟურნალისტების ერთ-ერთმა რესპოდენტმა განაცხადა, რომ სააკაშვილის ღვიძლი ბიძა – თემურ ალასანია იარაღის ვაჭრობაში არაერთხელ დაადანაშაულეს. სანამ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი იყო, თემურ ალასანიასთან შეხვედრა ხელისუფლების კორიდორებში ჩვეულებრივი ამბავი იყო.
ამასთანავე, ალასანია არ იკავებდა არანაირ ოფიციალურ თანამდებობას, მაგრამ ესწრებოდა უშიშროების საბჭოს ყველა სხდომას. სპეცსამსახურების ხელმძღვანელები მის გარეშე არც ერთ საკითხს არ წყვეტდნენ. გავრცელებული ხმებით, სწორედ ამიტომ თემურს ხშირად ეძახდნენ „კარდინალ რიშელიეს“.
ეს ადამიანი, საკმაოდ ჩაკეტილია, საბჭოთა კავშირის კგბ-ს ყოფილი საკადრო თანამშრომელი და ინტერვიუს მიცემას შეჩვეული არ არის. მის მაგივრად უხერხულ კითხვებზე პასუხის გაცემა მის დისშვილს უწევდა. 2014 წლის 26 მარტს „რუსთავი 2“-სთვის მიცემულ ინტერვიუში სააკაშვილმა ხმები უარყო და განაცხადა, რომ მისი ბიძა არანაირ უკანონო საქმიანობას არ ეწევა.
თუმცა, ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს. თემურ ალასანიას ბიოგრაფიიდან ჩანს, რომ სსრკ-ს კგბ-ს პირველი მთავარ სამმართველოში მუშაობის დროს, თემური დაკავებული იყო ლოკალურ კონფიქტებში იარაღის სატრანპორტო ტრანზიტის საკითხებით. ანუ უშუალოდ პასუხს აგებდა ლეგენდის შემუშავებასა და ტვირთის შემდეგომ გაცილებაზე ამა თუ იმ წითელ პარტიზნებამდე. მისი რეკომენდაციით, სააკაშვილი სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის დროს კგბ-ს ელიტურ სასაზღვრო ნაწილში მოეწყო. სსრკ-ს დაშლის შემდეგ, ალასანია იარაღის კონტრაბანდას აგრძელებდა, სირიის კონფლიქტი კი მისთვის ოქროს ძარღვია.
ჟურნალისტურმა წყარომ „უკრაინული რევოლუციის“ რედაქციას გამოუგზავნა სკანდალური ჩანაწერი, რომელიც ადასტურებს იარაღის ვაჭრობასთან დაკავშირებით ყველანაირ ხმებს. ჩანაწერში თემურ ალასანია ესაუბრება ვასილი ბაბიცკის, Level-11-ის პრეზიდენტს, იარაღის მოწოდებასა და ფასების შესახებ. საუბარში ხშირად ისმის ფასები ნაღმტყორცნებზე, რაკეტებზე, ტყვიებსა და ავტომატებზე. ასევე ნათლად ჩანს, რომ ლოჯისტიკის საკითხებით დაკავებულია თემურ ალასანია, ისევე როგორც კლიენტთან კონტაქტებით, ამ შემთხვევაში, შუამავალთან Level-11-სა და ისლამისტ ტერორისტებს შორის. ღია წყაროებისდან გასაგები ხდება, კონკრეტულად სად იყიდება იარაღი და რატომ გახდა საჭირო იარაღის ვაჭრობაში თემურ ალასანიას ჩართულობა. 2015 წლის დეკემბერს სხვადასხვა მედიასაშუალებამ არაერთხელ გამოაქვეყნა მასალები ფირმა Level-11- ის მიერ ბომბების გაყიდვის შესახებ ყატარსა და საუდის არაბეთში კიპრის ოფშორიდან Blessway Limited Company.
ჟურნალისტური გამოძიებით გაირკვა, რომ ბომბები საბოლოოდ ხვდებოდა სირიაში, კონკრეტულად კი „ისლამური სახელმწიფოს“ ხელში. მას შემდეგ, რაც სირიაში ბომბების მიწოდების სქემა ნათელი გახდა, საჭირო იყო ტრანსპორტირების სქემის შეცვლა და თემურ ალასანიას აყვანა, რომელსაც იარაღის კონტრაბანდის უდიდესი გამოცდილება ჯერ კიდევ კგბ-ს პირველ სამმართველოში მუშაობის დროიდან გააჩნია”, – წერს გამოცემა. [/b]
წყარო: uarevo.in.ua
marshalpress.ge
]