რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ფრანც კლინცევიჩმა,
საქართველოში სირიელი ლტოლვილების შესაძლო განთავსების შესახებ სააგენტო "რია ნოვოსტისთან" კომეტარი გააკეთა. მისი თქმით ამას რუსეთი კატეგორიულად შეეწინაღმდეგება და არ დაუშვებს, რადგან ეს წინადადება პირდაპირ ეხება რუსეთის ეროვნულ ინტერესებს.
- " უფასო ყველი კი, როგორც ცნობილია, მხოლოდ სათაგურშია. თავდაპირველად ეს მოსინჯვაა, ჯერ ქართველების რეაქციას ამოწმებენ. შემდგომ, კონკრეტულ ნაბიჯებს მიმართავენ.
საქართველოსთან დიდი ხნის ისტორიული ურთიერთობებიდან გამომდინარე, ამ ქვეყანაში არსებული ვითარება, შეუძლებელია, არ გვაღელვებდეს.
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის, სებასტიან კურცის წინადადება პირდაპირ ეხება რუსეთის ეროვნულ უსაფრთხოებას, რომელსაც საქართველოსთან საერთო საზღვარი გააჩნია, უპირველესად მუქარების ასპექტში, რაც საერთაშორისო ტერორიზმს უკავშირდება.
ჩვენ გვახსოვს ის დრო, როდესაც საქართველოს პანკისის ხეობაში მზადდებოდნენ ტერორისტები, რომლებიც შემდეგ ჩვენთან კავკასიაში იარაღდებოდნენ“, - აცხადებს კლინცევიჩი.
წყარო