სიმღერა, რომელიც გახმოვანდა ფილმში “გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება”, ცნობილმა კომპოზიტორმა მიქაელ ტარივერდიევმა მიუძღვნა მის შორეულ სამშობლოს -ამ მელოდიაში იგულისხმება თბილისი, სადაც მან გაატარა ბავშვობა და ყრმობა- ამის შესახებ კომპოზიტორის ქვრივმა ვერა ტარივერდიევამ განაცხადა.
მიქაელ ტარივერდიევის ცხოვრება მჭიდროდ იყო დაკავშირებული თბილისთან, სადაც ის 1931 წელს დაიბადა და 20 წელზე მეტი იცხოვრა. ის ოჯახთან ერთად მთაწმინდის ძირას, სოლოლაკში, კერძო სახლში ცხოვრობდა , დაამთავრა 43-ე საშუალო სკოლა , სწავლობდა მუსიკალურ ათწლედში, ფორტეპიანოს კლასში.
“ჩემი ბავშვობის ცისფერი ცა, თბილისის ცა , მხურვალე ზაფხული, ჰაერი, რომელიც გაჟღენთილია სამხრეთის ბალახების სურნელებით და გეჩვენება , რომ შეგიძლია შეეხო ხელით”-წერდა მიქაელ ტარივერდიევი თავის წიგნში.
.
20 წლის ასაკში ტარივერდიევმა თბილისი დატოვა და რუსეთში გაემგზავრა, სდაც ოთხი ოპერისა და ბალეტის ავტორი გახდა, შექმნა მუსიკა 132 ფილმისთვის, მათ შორის ფილმებისთვის”გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება ” და “ბედის ირონია, ანუ გაამოთ” .
კომპოზიტორის გარდაცვალეებამდე 4 წლით ადრე ტელევიზიის ეკრანიდან გაჟღერდა მისი მუსიკალური ჰანგები თბილისზე.
სამშაბათს, 25 ოქტომბერს, თბილისში, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიქაელ ტარივერდიევის დაბადებიდან 85 წლითავისადმი მიძღვნილი გალა კონცერტი ანშლაგით ჩატარდა.
.
www.postalioni.com