გიგი უგულავას დაკავებიდან რამდენიმე თვეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის და ლელა კილაძე დაშორდნენ. მალევე გიგი უგულავამ ოფიციალურად დაადასტურა ხმები მისი და ლელა კილაძის ოჯახის დანგრევის შესახებ - ციხიდან განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ მისი და ლელა კილაძის 6-წლიანი ცხოვრება დასრულდა. 2016 წლის გაზაფხულზე ლელა კილაძემ პროდიუსერ გუკა რჩეულიშვილზე იქორწინა, რომლისგანაც ახლა შვილს ელოდება.
რამდენიმე დღის წინ, გიგი უგულავას ციხიდან გათავისუფლებიდან მალევე თბილისში ახალი ჭორი გავრცელდა - ყოფილი მერისა და გია ბარამიძის ყოფილი მეუღლის, ეკა ჯაფარიძის ლავ-სთორის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, ჯაფარიძის და უგულავას რომანი მაშინ დაიწყო, როდესაც უგულავა ჯერ კიდევ პატიმრობაში იმყოფებოდა.
ამბობენ, რომ ჯაფარიძემ უგულავა ოჯახის წევრებსაც გააცნო და მალე დაქორწინდებიან კიდეც. თავის მხრივ, ეკა ჯაფარიძე გია ბარამიძეზე დაქორწინებამდე ნიკუშა შენგელაიას ცოლი იყო, რომელთანაც ქალიშვილი ჰყავს.
"პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ გიგი უგულავა აქტიური პოლიტიკური ცხოვრებით არის დაკავებული. რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გიგი უგულავასთან არც გადაუმოწმებიათ, არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია - ეკა ჯაფარიძე მისი შვილის, ალექსანდრეს ნათლიაა", - განმარტა ბერძენიშვილმა AMBEBI.GE-სთან საუბარში.
წყარო: ambebi.ge
წყარო: ambebi.ge