ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • "ბერა ივანიშვილის მოთხოვნით პოლიციის 9 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს"


    ბერა ივანიშვილის მოთხოვნით პოლიციის 9 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს-ამის შესახებ განცხადება, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა გააკეთა.

    დღეს გამართულ ბრიფინგზე წიკლაურმა განაცხადა, რომ შარდენზე ერთ-ერთ კლუბში მომხდარი ჩხუბის დროს კლუბის დაცვის წევრი დააკავეს, რომლის გათავისუფლებაც გენერალურმა ინსპექციამ ბერა ივანიშვილის დავალებით პოლიციას მოსთხოვა. თუმცა, ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რასაც მინისტრის მხრიდან გენერალური ინსპექციის თანამშრომელთა გათავისუფლება მოჰყვა.
    "ის ფაქტები, რაც შეეხება პოლიციელთა ღირსების შელახვას, მათ აბუჩად აგდებას, შეგახსენებთ რა სიტყვები იქნა გამოყენებული შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან პოლიციელების მიმართ, როდესაც მან თავის თანამშრომლებს "ბალასტი" უწოდა, ანგრევს ქართულ სახელმწიფოს. ამიტომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის და ყველგან დაიცავს ქართული პოლიციის ღირსებას, ქართველი პოლიციელების უფლებებს,“ -  განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა. 


    წყარო

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    TOP.GE

    liveinternet.ru მთვლელი