ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    გავრცელდა ტელეკომპანია “რუსთავის 2“-ის გენერალური პროკურორის, უკაცრავად, გენერალური დირექტორის, წერილობითი ინსტრუქცია - გოგა ხაინდრავას წერილი იან კელის


    გავრცელდა ტელეკომპანია “რუსთავის 2“-ის გენერალური პროკურორის, უკაცრავად, გენერალური დირექტორის, წერილობითი ინსტრუქცია - გოგა ხაინდრავას წერილი იან კელის
    გიორგი ხაინდრავა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს, ბატონ იან კელის მიმართავს:
    ბატონო ელჩო, მოგმართავთ, როგორც საქართველოში თავისუფალი მედიის და კონკრეტულად ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის სარედაქციო დამოუკიდებლობის დიდ ქომაგს და გულშემატკივარს. გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ტელეკომპანია “რუსთავის 2“-ის გენერალური პროკურორის, უკაცრავად – გენერალური დირექტორის, წერილობითი ინსტრუქცია “რუსთავის 2“-ის დამოუკიდებელი ჟურნალისტების და თავისუფლების მოყვარეთანამშრომლებისთვის. გაახლებთ რა ბატონ გვარამიას განკარგულებების ორიგინალურ ტექტს და მის ინგლისურენოვან თარგმანს, გამოვთქვამ ღრმა და ყოვლისმომცველ შეშფოთებას საქართველოში დამოუკიდებელი მედიასაშუალების, კერძოდ – ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის სარედაქციო თავისუფლებისთვის შექმნილი საფრთხის გამო. მინდა, მჯეროდეს, რომ ბატონ გვარამიას ეს უმსგავსო გამოხტომა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, ობიექტური ჟურნალისტიკისა და სარედაქციო დამოუკიდებლობის მიმართ, თქვენი ყურადღების მიღმა არ დარჩება. აღნიშნული ფაქტით თქვენი სამართლიანი გულისწყრომა, რომლის საჯაროდ გამოხატვის იმედი მაქვს, ხელს შეუწყობს ქართულ მედიაში პლურალისტული გარემოს შენარჩუნებას. ამასთან, მჯერა, რომ ამ მიმართულებით თქვენს ძალისხმევას საერთაშორისო საზოგადოება უყურადღებოდ არ დატოვებს და, შედეგად, საქართველოში მედიის თავისუფლებას და სარედაქციო დამოუკიდებლობას საფრთხე აღარ დაემუქრება. მადლიერებით და იმედით, საქართველოს მოქალაქე გიორგი ხაინდრავა


    ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი