ფეისბუკგვერდი უნივერსიტეტის პრეს-კლუბი აქვეყნებს ტელეკომპანია რუსთავი-2-ის დაფუძნების ისტორიას და იმ პერიოდში მომხდარი დაპირისპირების ამბავს:
აქა ამბავი „რუსთავი2”-ისა, ანუ როგორ წაართვეს უნივერსიტეტის პრესკლუბელ მეგობრებს მე-12 მეტრული არხი ჯარჯი აქიმიძემ, დათო დვალმა და ეროსი კიწმარიშვილმა!
როგორ და 1994 წელს, უნივერსიტეტის პრესკლუბის დამფუძნებლებმა (ფიქრია ჩიხრაძე, თედო ისაკაძე, ნიკო ნიკოლოზიშვილი), რომლებიც ტელეკომპანია „თამარიონის“ ბაზაზე ფლობდნენ მე-12 მეტრული არხზე მაუწყებლობის უფლებას, სათანამშრომლოდ მოიწვიეს მათი უახლოესი მეგობარი ჯარჯი აქიმიძე. ჯ. აქიმიძე იმ დროს ეროსი კიწმარიშვილთან და დათო დვალთან ერთად ფლობდა არხს, რომელიც ქალაქ რუსთავში მაუწყებლობდა „რუსთავი2“-ის სახელით (სინამდვილეში, როგორც შემდეგ გაირკვა, ეს იყო სარეკლამო კომპანია „გამა +“, რომელსაც ტელემაუწყებლობის უფლებაც არ გააჩნდა). პრესკლუბელმა მეგობრებმა, ჯენტლმენური შეთანხმება დადეს „რუსთავი2“-ის სახელით მოღვაწე ამ პიროვნებებთან. პრესკლუბი სთავაზობდა მათ, მათივე ინტელექტუალური ძალებით, საქართველოს მასშტაბით ეთერში მაუწყებლობის შესაძლებლობას, „თამარიონის“ ტექნიკურ და იურიდიულ ბაზაზე. შეთანხმება ითვალისწინებდა ორივე მხარის პარიტეტულ, თანაბარუფლებიან მონაწილეობას; უბრალო ენით რომ ვთქვათ 50/50 - ერთ მხარეს უნივერსიტეტის პრესკლუბი, მეორე მხარეს „გამა+“/“რუსთავი2“.
იმის გამო, რომ ტელეკომპანია „თამარიონის“ ლიცენზიას მე-12 მეტრულ არხზე მაუწყებლობის ვადა მალე უნდა გასვლოდა, ხოლო თავად კომპანია უქმდებოდა, ახალი ფირმის შესაქმნელად საჭირო დროის დაზოგვის მიზნით, პრესკლუბელებმა გადაწყვიტეს, რომ მე-12 მეტრულ არხზე მაუწყებლობის ლიცენზია დროებით გადაფორმებულიყო უკვე არსებულ „გამა+“-ზე (რათა არ დაკარგულიყო არხზე მაუწყებლობის უფლება). როდესაც „რუსთაველებმა“ თავიანთ ფირმაზე გადაფორმებული არხი დაიგულეს, ყოფილ მეგობრებთან პროცენტებზე ვაჭრობა დაიწყეს და მათ შეთანხმებული 50-ის ნაცვლად 25%-ი შესთავაზეს, რაზეც პრესკლუბელებისგან უარი მიიღეს.
დავამ სასამართლოში გადაინაცვლა. პრესკლუბმა 2 ინსტანცია მოიგო. უზენაესმა სასამართლომ კი (მოსამართლე მინდია უგრეხელიძე) ქვემდგომი სასამართლოების ეს გადაწყვეტილებები გააუქმა. თუ ვინ და რამ იმოქმედა უზენაესის გადაწყვეტილებაზე, ეროსისთვის დაეტოვებინათ ეს არხი, მხოლოდ მაშინ გაირკვევა, თუ საქმე ხელახლა სასამართლომდე მივა. რამდენიმე მოქმედ და აწ უკვე ყოფილ პოლიტიკოსებს მოუწევთ კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემა.
დავამ სასამართლოში გადაინაცვლა. პრესკლუბმა 2 ინსტანცია მოიგო. უზენაესმა სასამართლომ კი (მოსამართლე მინდია უგრეხელიძე) ქვემდგომი სასამართლოების ეს გადაწყვეტილებები გააუქმა. თუ ვინ და რამ იმოქმედა უზენაესის გადაწყვეტილებაზე, ეროსისთვის დაეტოვებინათ ეს არხი, მხოლოდ მაშინ გაირკვევა, თუ საქმე ხელახლა სასამართლომდე მივა. რამდენიმე მოქმედ და აწ უკვე ყოფილ პოლიტიკოსებს მოუწევთ კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემა.
ასე, უღალატა ჯარჯი აქიმიძემ თავის ბავშვობისა და სტუდენტობის უახლოეს მეგობრებს და მოტყუებით გაიფორმა ტელევიზია ეროსისთან და დათო დვლათან ერთად, რომელიც იმ დროიდან დღემდე ტყუილებით მოდის.ეს ვიდეო არის 1996 წელს გასული გადაცემა (გადაცემა 50/50, სიუჟეტის ავტორი ნინო მდივანი), საიდანაც კარგად ჩანს, რომ პრესკლუბელები, სასამართლოში საქმის მოგების შემდეგაც კი ცდილობენ არ დაკარგონ და არ გაწირონ თავიანთი უძღები მეგობარი. რამდენიმე წლის შემდეგ ეროსიმ იგივე ჩაუტარა ჯარჯის და დვალს და ამ მიტაცებულ ქონებაში თვითოეულს „სიმბოლური თანხა“ (აქიმიძის სიტყვები), 1 მლნ. 200 ათასი ლარი გადაუხადა. ახლა კი დვალი და აქიმიძე ხელახლა ცდილობენ ისარგებლონ სიტუაციით და ერთხელ უკვე მეგობრების მოტყუებით მიტაცებული ქონება ხელახლა მიიტაცონ. ნეტავ ვის მოტყუებას აპირებენ ამჯერად?